GPB-ის სამეურვეო საბჭოს ხედვით, მაუწყებლის საქმიანობა ოთხი კრიტერიუმით უნდა შეფასდეს
ფოტო: GPB / Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აღმასრულებელ საბჭოს მაუწყებლის არხების მუშაობის შეფასების ოთხპუნქტიან გეგმას სთავაზობს. ეს კრიტერიუმებია: ხარისხი, წვდომა, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით და ზეგავლენა. ეს ხედვა სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს სამუშაო შეხვედრაზე დღეს, 16 თებერვალს წარუდგინა.
სამეურვეო საბჭოს წარმოუდგენია, რომ სქემა, რომლითაც უნდა შეფასდეს მაუწყებლის მუშაობა საწყისი წერტილი ნულია, რომელიც ორი ერთმანეთის მართობული სხივის გადაკვეთის წერტილია (იხილეთ ფოტო). საბჭოს აზრით, რაც უფრო სწრაფად გაიზრდება ოთხკუთხედის ფართობი, მით უკეთესია მაუწყებლის განვითარების ტემპი.
სამეურვეო საბჭო აღმასრულებელი საბჭოსთვის წარდგენილ დოკუმენტში განმარტავს, რას გულისხმობს თითოეულ კრიტერიუმში.
ხარისხი
ხარისხში იგულისხმება როგორც კანონით განსაზღვრული, ასევე თვისობრივი მახასიათებლები. ამ მახასიათებლების გაზომვის მექანიზმებია სოციოლოგიური კვლევა, საექსპერტო შეფასება და სხვა მეთოდები. გაზომვასთან ერთად, მაუწყებლის მნიშვნელოვანი მეთოდია მსჯელობა, ანალიზი, მათ შორის საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით.
წვდომა და წილი
ეს კრიტერიუმი აჩვენებს, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავს მაუწყებელს და როგორია მაუწყებლის წილი მომსახურების იმ ველზე, სადაც ის ათავსებს საკუთარ პროდუქციას. მაუწყებლის ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად საჭიროა წვდომისა და წილის ცოდნა განსხვავებული პლატფორმების, ტერიტორიების და სოციალური ჯგუფების მიხედვით.
ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით
ეს კრიტერიუმი დანახარჯებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიღწეულ შედეგებს შორის, მაუწყებლის მიერ გაწეული დანახარჯების ეფექტიანობას ზომავს - თუ რამდენად ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად მართავს მენეჯმენტი მაუწყებელს.
ზეგავლენა
ზეგავლენა ზოგადი სარგებელია, რომელიც მოაქვს მაუწყებელს საზოგადოებისთვის და თითოეული ადამიანისთვის. მას წესით უნდა მოჰყვებოდეს გარკვეული ცვლილებები საზოგადოებაში. ზეგავლენის გაზომვის სხვადასხვა მეთოდია, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევები (აუდიტორიის აღქმის ინდექსი), ციტირების ინდექსები, ფაქტებზე დამყარებული სხვა მეთოდები.
"მენეჯმენტს, ოპერაციული მართვის მიზნებისთვის, აქვს შესაძლებლობა, ამ კრიტერიუმების ფარგლებში შეიმუშაოს ცალკეული გადაცემების შეფასების სისტემა. ამგვარი შეფასება შეიძლება დამატებით მოიცავდეს ისეთ პროფესიულ მახასიათებლებს, როგორებიცაა ჟურნალისტიკის სტანდარტები, მეტყველება, გამოსახულება, რეჟისურა, განათება, გაფორმება და სხვა," - ვკითხულობთ სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

კომენტარები