საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დენის გათიშვის მიზეზი საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "მესხეთი" გამორთვა გახდა. მათივე თქმით, შედეგად, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

"ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო", — აღნიშნულია განცხადებაში.

ელექტროენგია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად, დაახლოებით 00:00 საათის შემდეგ გაითიშა. თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათთან შუქი უკვე მოვიდა.