თბილისის რამდენიმე უბანს და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შუქი დაახლოებით 20 წუთის წინ გაითიშა. თბილისის სხვადასხვა უბანსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მყოფმა მოქალაქეებმა ამის შესახებ თითქმის ერთდროულად დაპოსტეს Facebook-ზე, რაც იძლევა ვარაუდის საშულებას, რომ მათ ელექტროენერგია ერთი და იგივე პერიოდიდან არ მიეწოდებათ.

შუქის გათიშვის შესახებ იტყობინებიან ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან. რაც შეეხება თბილისს, აქ ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ვარკეთილის, ვაზისუბნის, ნაძალადევის ქუჩების ნაწილს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტროენრგიის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია კომპანია თელასმა 15 მარტს გაავრცელა. ძირითადად, შუქის გათიშვა დღის საათებშია დაგეგმილი, თუმცა კომპანიის ინფორმაციით, ქსელში დაერთების გამო, ღამით, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს. კერძოდ:

  • იყალთოს მთის ქუჩას;
  • იყალთოს გორის ქუჩას;
  • სიმონ ჩიქოვანის ქუჩას;
  • ბახტრიონის ქუჩას;
  • იყალთოს ქუჩას;
  • პანკისის ქუჩას;
  • ტუსკიას ქუჩას;
  • ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩას;
  • წინაუბნის ქუჩას;
  • ქარელის ქუჩას;
  • ახალშენის ქუჩას;
  • მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩას;
  • ვიქტორ დოლიძის ქუჩას;
  • იოსელიანის ქუჩას;
  • გურამ ბზვანელის ქუჩას;
  • სულხან ნასიძის ქუჩას;
  • ლიხაურის ქუჩას;
  • ბუაჩიძის ქუჩას.

გარდა ამისა, 00:00-03:00 საათებში დაგეგმილი იყო გათიშვა დიდუბეშიც. კერძოდ:

  • დიღმის მასივის III კვარტალი;
  • აღმაშენებლის ხეივანი (ნაწილობრივ);
  • სამხედრო გზატკეცილი (ნაწილობრივ);
  • რობაქიძის გამზირი;
  • ლუბლიანას ქუჩა;
  • ახმეტელის ქუჩა;
  • ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა;
  • აკაკი ბელიაშვილის ქუჩა.

რაც შეეხება ნაძალადევს, ამ შემთხვევაშიც, თელასი იტყობინება, რომ იგივე საათებში შეზღუდვა შეეხება:

  • ცოტნე დადიანის II კვარტალს;
  • ცოტნე დადიანის ქუჩას;
  • კამალოვის ქუჩას;
  • სვანეთის ქუჩას;
  • გულრიფშის ქუჩას;
  • თამარაშვილის ქუჩას;
  • კავთისხევის ქუჩას;
  • მახინჯაურის ქუჩა;
  • ჭყონდიდელის ქუჩას;
  • ხევსურეთის ქუჩას;
  • ლეჩხუმის ქუჩას;
  • დეპოს ქუჩას;
  • ნიკო მარის ქუჩას;
  • მრევლიშვილის ქუჩას;
  • წიკლაურის ქუჩას;
  • ლიკანის ქუჩას;
  • საჭილაოს ქუჩას;
  • სააკაძის ქუჩას;
  • მანჯგალაძის ქუჩას;
  • გომბორის ქუჩას;
  • ჯანელიძის ქუჩას;
  • მეჯვრისხევის ქუჩას;
  • სუმბათაშვილ-იუჟინის ქუჩას;
  • საყვირის ქუჩას;
  • კოხრეიძის ქუჩას;
  • რკინიგზის ქუჩას;
  • მახალდიანის ქუჩას.

გარდა ამისა, თელასის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე ქუჩას დღის განმავლობაშიც შეუწყდება. დეტალურად ნახეთ აქ.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.