რომელი ვაქცინის შემოტანა შეიძლება და რაზე იღებს პასუხისმგელობას სახელმწიფო — ცვლილებები კანონში
ფოტო: University of Maryland School of Medicine / AP
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით პარლამენტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაინიცირდა. როგორც ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა მიმდინარე კვირაში პარლამენტი რიგგარეშე სესიის ფარგლებში შეიკრიბება და დაამტკიცებს რა სახის ვაქცინის შემოტანაა შესაძლებელი ქვეყანაში და რა პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.
კერძოდ, მისი განმარტებით, კოვიდ 19-ის საწინააღდეგო აცრისათვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა. ამასთანავე, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფო, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის, თუ სამედიცინო დაწესებულების დაშვებული შეცდომით.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მსგავსი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს კალენდარულ აცრებზეც აქვს, ეს მოთხოვნები კი კოვაქს პლატფორმაზეა წამოყენებული.
"მნიშვნელოვანია რომ ვაქცინის შემოტანის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანზე აიღოს სახელმწიფომ პასუხისმგელობა, თუ დაშვებული შეცდომა არ იქნება განპრიობებული ექიმის, კლინიკის, მწარმოებლის ან იმპორტიორის მიერ. ასეთი მოთხოვნა წაყენებულია კოვაქს პლატფორმაზე მწარმოებელი ქვეყნების მიერ. [...]
ახალი ამაში მნიშვნელოვნად არაფერია, რამეთუ კალენდარული აცრების შემთხვევაში მსგავსი ჩანაწერი — სახელმწიფოს პასუხისმგებლობა — არსებობს შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით. ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანამ კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებითაც", — განაცხადა ხუნდაძემ.
21 იანვარს მთავრობის სხდომაზე საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე.
გაბუნიას განმარტებით, გეგმის ძირითადი ამოცანა ვაქცინაციით მოსახლეობის 60%-ის მოცვაა. მისი თქმით, ამის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა იქნება დაცული და სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, ეკონომიკა გახსნას უსაფრთხოდ და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები აღმოფხვრას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ სიტუაცია ვაქცინებთან დაკავშირებით მუდმივად იცვლება და განახლებადია, გეგმაც მასთან შესაბამისად ადაპტირდება და შეიცვლება.
"დღეს თუ ჩვენ ავტორიზებული ვაქცინებიდან ვსაუბრობთ Pfizer, Moderna-სა და AstraZeneca-ზე, გეგმაში და შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და ეს მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს. ჩვენც, ბუნებრივია, ჩვენს გეგმაში ავსახავთ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი", — აღნიშნა გაბუნიამ.
გაიგეთ მეტი:
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
კომენტარები