თეა წულუკიანი

23 Dec. 2020, 13:25

პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქვათ, ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ დ ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნაციონალური მოძრაობას და მისი სხვადასხვა განყოფილებას, იქნება ეს ევროპული საქართველო, გირჩი-მირჩი, კიდევ არ ვიცი, რა ჰქვიათ, აღმაშენებელი, სამეფო პარტია ასეთი, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ ვთქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ.

თუ ისინი მანდატებს აითვისებენ, მაგრამ შემდგომ გამოაცხადებენ ბოიკოტს და არ ივლიან, რა თქმა უნდა, არ შეუწყდებათ დაფინანსება, მაგრამ ესეც არ იქნება, ჩემი აზრით, მისასალმებელი საქციელი. ამიტომ ეს ზღვარი რომ გაივლოს მკაფიოდ, ამაზე თქვენთან ერთად, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ.

ეს განცხადება იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის წევრმა, თე წულუკიანმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

ჩვენ უკვე ბევრი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება ტვინში, როცა ვხედავთ, გვესმის, ვფიქრობთ ან ტკივილს ვგრძნობთ. მეორე მხრივ,…