ახალი მარშალის გეგმას ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს — ლელო
ფოტო: ლელო
ლელოს ახალი მარშალის გეგმის, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში, პარტია ლელო განაგრძნობს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის შეხვედრებს. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ახალი მარშალის გეგმა განიხილეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი ბიზნეს სექტორისთვის ლელოს "მარშალის გეგმის" გაცნობა და პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა იყო. შეხვედრას როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, ისაუბრეს სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომდევნო 4 წელში იგეგმება და ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. კონკრეტულად იმსჯელეს ლელოს გეგმით გათვალისწინებულ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორთან პოტენციურ თანამშრომლობაზე.
ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის სახით და მასთან ერთად უნდა მოხდეს "მარშალის გეგმის" განხორციელება. ქვეყნის სრულ რეკონსტრუქციაში ქართული ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ.
"ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი ქართული ბიზნესის და მეწარმეების სახით, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში შექმნეს სამუშაო ადგილები. გვინდა, ეს რიცხვი 4 წლის განმავლობაში 600 000-ით გავზარდოთ, თითოეულ მათგანს თვეში 3 000 ლარი და მეტი ექნება შემოსავალი. ეს მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული ინვესტიციით და საქართველოს ფინანსური, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული, ციფრული მაგისტრალების ცენტრად გარდაქმნით. შეხვედრას სწორედ ის ადამიანები ესწრებოდნენ, ვინც ამ ყველაფერს ჩვენი გეგმით განახორციელებენ. "მარშალის გეგმა" არის ქართულ რეალობას მორგებული. ამ გეგმით გვაქვს შანსი, გავაკეთოთ სერიოზული ნახტომი ეკონომიკაში, სოციალურ ცხოვრებასა და ჯანდაცვის სფეროში და გავხდეთ რეგიონის წამყვანი ქვეყანა", — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
შეხვედრის მსვლელობისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ლელოს ახალი მარშალის გეგმა განიხილეს ბიზნესმენებმა. ლელოს ინფორმაციით, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი, თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სავაჭრო ბირჟა უნდა შეიქმნას.
ლელოს ინფორმაციით, თემურ ჭყონია აცხადებს:
"საერთაშორისო სავაჭრო ბირჟა უნდა შევქმნათ. ჩვენ, ბიზნესმა, უნდა ვიცოდეთ, რომ თქვენ ამ ვალდებულებას იღებთ საკუთარ თავზე, რომ დაინერგოს საქართველოში. ის თემები, რასაც ლელო წარმოადგენს "მარშალის გეგმის" სახით, პიროვნულ ნდობაზეცაა დამოკიდებული. საკითხები, რომელიც მათ დააყენეს, უკვე იდგა, თუმცა ამის რეალურად განმახორციელებელი არ არსებობდა. მსოფლიოში ბევრი პროგრამა არსებობს, თუმცა საჭიროა სწორი შემსრულებელი. საჭიროა, ინვესტორებთან გვქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია და მოვიპოვოთ მათი ნდობა. ამის მთავარი საფუძველი კი საარბიტრაჟო სასამართლოა. რადგან თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება. როგორც კი ქვეყანაში დამკვიდრდება სამართლიანობის განცდა, უფრო გაბედული ნაბიჯი გადაიდგმება ახალი ინვესტიციების მოზიდვისას".
პარტიაში ამბობენ, რომ ბიზნესმენი ლელოს ახალი მარშალის გეგმის მიხედვით საშუალო ფენის შექმნასაც შეეხო და თქვა, რომ საშუალო ფენას შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სწორ მომავალს ქმნიან:
"600 000 ადამიანისგან შემდგარი საშუალო ფენის შექმნის დროს საუბარია ამდენივე თავისუფალ ადამიანზე, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ მანიპულაციას. ეს საშუალო ფენა არ იყიდება, ქმნის საზოგადოებრივ აზრს და შემდეგ ქმნის ქვეყნის აზრს, რომელიც ქვეყანას ავითარებს და ქმნის შემოსავალს".
ლელოში აღნიშნავენ, რომ კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი საუბრის დასასრულს სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასაც შეეხო და თქვა, რომ ბიზნეს გარემო აუცილებლად თანასწორი უნდა იყოს გადასახადების გადახდისას:
"სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ვიცოდი, 14 მლრდ. მოგებიდან მხოლოდ 160 მლნ. თუ შედიოდა მათგან ბიუჯეტში, როდესაც მე წელიწადში 96 მლნ. ლარს ვიხდი ბიუჯეტში. ეს არის ძალიან დიდი კონტრასტი, რადგან პირადად მე სათამაშო ბიზნესის მსგავსი შემოსავალი არ მაქვს და ეს უნდა დამენეჯმენტდეს აუცილებლად".
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები