პროტესტი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით - მოქალაქემ ღამე კანცელარიასთან გაატარა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
მწერალი ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს, აღნიშნულს სახელმწიფო კანცელარიის წინ აპროტესტებს. მან მთავრობის შენობის წინ ღამე გაათენა.
"ახლა საშინლად ყინავს ქუჩაში, მინუს ტემპერატურაა და ჩემი სუსტი ჯანმრთელობით, ალბათ, მაქსიმუმ ოთხ-ხუთ დღეს გავძლებ იქ, მაგრამ ასეთი ოთხი-ხუთი დღის სიცოცხლეც კი მირჩევნია სიბერემდე მუხლებსა და უკანალზე გამობერილი ბამბის შარვლით ოთახიდან ოთახში სიარულს" - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი ფეისბუკზე.
მან სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უკვე მიმართა უწყების მინისტრს, ასევე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საქალაქო სასამართლოს, სადაც მის უფლებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი თეო ზაქარაშვილი იცავდა.
იურისტის თქმით, ჩერქეზიშვილი 2015 წლის 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს, გადაწყვეტილების მიზეზი კი გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებლად გავლა გახდა, თუმცა თავად ნიკა ჩერქეზიშვილი ამ ფაქტს უსამართლობას და 4-5 კაცის გადაწყვეტილებას უკავშირებს:
"თითქმის წელიწადნახევარია გავდივარ სხვადასხვა კონკურსზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას, იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე. ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შანსი არ მაქვს, რომ დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც კარგად ვიცი".
ნიკა ჩერქეზიშვილი სამთავრობო სისტემაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებამდე, ის იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული.
საქალაქო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს გამოიტანა და უარი უთხრა ნიკა ჩერქეზიშვილს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, თუმცა მას და იურისტს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ:
"ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით გვითხრა სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი, ვაპირებთ სააპელაციოში გასაჩივრებას".
თბილისის სოლიდარობის ფონდი დღეს მის მხარდამჭერ აქციას გამართავს. ნიკა ჩერქეზიშვილი დასძენს, რომ მისი პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანია და მოუწოდებს ყველა მხარდამჭერს, რომ არ დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი.
ფოტოზე ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი ირაკლი ბერია.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები