ზურაბ ჯაფარიძე

3 Jul. 2019, 17:03

საკუთრების უფლება არსებობს მხოლოდ შეზღუდულ რესურსზე

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ აგურზე, მაგრამ არა აგურის დიზაინზე ან აგურებისგან შექმნილ დიზაინზე.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრების უფლება კონკრეტულ წიგნზე, მაგრამ არა წიგნში არსებულ ასოებისა და/ან სიტყვების კომბინაციაზე.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ ნოტების ფურცელზე, მაგრამ არა იმ ფურცელზე არსებულ ნოტების კომბინაციაზე.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ მოლეკულებზე, მაგრამ არა მოლეკულების კონკრეტულ კომბინაციაზე.

ე.წ. ინტელექტუალური საკუთრების ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა.

ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

და ენითაუწერლად მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საქპატენტი ან საავტორო უფლებების რაღაც ფედერაცია თუ კონსორციუმი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ…