ბერა ივანიშვილი

13 Nov. 2018, 19:09

დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვიანა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს.

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?!
ქველმოქმედება სულიერი მოთხოვნილებაა და არა ვალდებულება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორი იქნება რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციის შემდეგ? | ფოტოები
  2. ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
  3. ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
  4. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  5. ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა

დაღლილი რომ ბრუნდები სახლში, პირველი, რაც გინდება, რბილ სავარძელში ჩასვენება ან საწოლზე პირქვე დამხობაა — თითქოს…