შაქარი მარილის წინააღმდეგ - რომელი უფრო საზიანოა ჩვენი ორგანიზმისათვის?
ფოტო: TETRA IMAGES / GETTY IMAGES
რამდენიმე წლის წინ პულიცერის მფლობელმა რეპორტიორმა, მაიკლ მოსმა დაწერა წიგნი "შაქარი, მარილი, ცხიმი", რომლითაც გადამუშავებული საკვების ინდუსტრიას ნამდვილი თავსატეხი გაუჩინა. წიგნში მოსი იკვლევს, რატომ გახდა დამოკიდებული შეფუთულ საკვებზე და როგორ ახალისებენ საკვების მწარმოებელი კომპანიები ჩვენს ყველაზე ცუდ მოთხოვნილებებს.
"ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ის იყო, რომ კომპანიები მარილს კომერციული მიზნებისთვის ტექსტურასა და ფორმას უცვლიან. მაგალითად, ერთ-ერთი ტიპის მარილის გრანულას პირამიდის ფორმა აქვს. ბრტყელი მხარეებით ის მყარად ეკვრის საკვებს, თუმცა მთავარი ისაა, რომ გრანულა შიგნიდან გამოცარიელებულია, რათა ნერწყვი მასთან კონტაქტში უფრო სწრაფად შევიდეს. როცა მარილი პირში იხსნება, ეს სიგნალებს აგზავნის ტვინში. ამ ტიპის მარილი კი, სტანდარტულთან შედარებით, სამჯერ უფრო სწრაფად ახერხებს სიგნალის გაგზავნას. ამას კომპანიები "გემოს აფეთქებას" უწოდებენ", - წერს წიგნში მოსი.
საშუალო სტატისტიკური ამერიკელი წელიწადში 15 კილოგრამ მარილსა და 31.7 კილოგრამ შაქარს მოიხმარს. ჯანმრთელობის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ დოზით მავნე ნივთიერებების მოხმარება პირდაპირ კავშირშია სიმსუქნის ეპიდემიასთან და შესაბამისად, იწვევს დიაბეტს, გულის დაავადებებს და სხვა ქრონიკულ გართულებებს.
ექიმები გვირჩევენ, ყველაფერი ზომიერად მივირთვათ, მაგრამ სად გადის ზომიერების ზღვარი და ბოლოს და ბოლოს, რომელი უფრო საზიანოა, მარილი თუ შაქარი?
შაქარი
ბუნებრივ შაქართან პრეტენზია არავის აქვს. რძე და 100%-იანი ხილის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, მაგრამ მათში ვიტამინები და მინერალებიც ბევრია. რაც შეეხება შაქრით სავსე გაზიან სასმელებსა და ცივ ჩაის, მათში ღირებული და სასარგებლო არაფერია.
ყველა შაქარს, იქნება ეს თეთრი შაქარი, სიმინდის სიროპი, ლერწმის შაქარი თუ ყავისფერი შაქარი, ერთი და იგივე ეფექტი აქვს ორგანიზმზე. ყველა მათგანი მაღლა სწევს შაქრის დონეს სისხლში, რაც ინსულინის გამოთავისუფლებას იწვევს. ზოგადად, ეს პროცესი უვნებელია, მაგრამ დიდი დოზით შაქრის მიღების შემთხვევაში, ორგანიზმი ინსულინს უფრო და უფრო ხშირად გამოყოფს, შედეგი კი ინსულინზე რეაქციის დაკარგვაა, რაც სხეულს მეტი ინსულნის გამომუშავებისკენ უბიძგებს. სწორედ ეს იწვევს დიაბეტის განვითარებას, რომელიც საშიში დაავადებაა.
ფოტო: Wikipedia
შაქრის დაშვებული დოზა:
კაცების შემთხვევაში: შაქრისგან მიღებული 150 კალორია (37.5 გრამი შაქარი)
ქალების შემთხვევაში: შაქრისგან მიღებული 100 კალორია (25 გრამი შაქარი)
მაგალითისთვის, 350 მლ კოკა-კოლის ქილა 140 კალორიას შეიცავს მხოლოდ შაქრისგან, სტანდარტული ზომის სნიკერსი კი - 120 კალორიას. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალი ხართ, მხოლოდ ერთი ქილა კოკა-კოლა ან ერთი ცალი სნიკერსიც კი საკმარისია დღიური დოზისთვის გადასაჭარბებლად.
მარილი
ადამიანის სხეულს მარილი სითხეების დასარეგულირებლად და უჯრედებს შორის ელექტრული მუხტის მიმოცვლისთვის სჭირდება. თუ შაქრის მიერ მოტანილ ზიანზე მეცნიერები თანხმდებიან, მარილის ეფექტები უფრო საკამათოა. თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებით, მარილის დაშვებული დოზა 2,300 მილიგრამია, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები 3,400 მილიგრამს მოიხმარენ.
წლების განმავლობაში მეცნიერებს სჯეროდათ, რომ მარილი წყლის შეკავებას უწყობს ხელს და შესაბამისად, მაღალ წნევას იწვევს. თუმცა, 2014 წელს 8000 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარილის მოხმარებასა და მაღალ წნევას შორის კავშირი არც ისეთი პირდაპირია, როგორიც გვეგონა.
ფოტო: Wikipedia
"ჯანმრთელ ადამიანს მარილის ზომიერად მოხმარება ვერაფერს ავნებს. მისი სრულად ამოღება დიეტიდან სულაც არაა აუცილებელი", - ამბობს ენდოკრინოლოგი კალეი მაკმორდი. მარილი წნევაზე იმ შემთხვევაში მოქმედებს ცუდად, თუ ისედაც მიდრეკილი ხართ მაღალი წნევისაკენ.
მარილიან საკვებთან დაკავშირებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ მარილიან პროდუქტს რთულად თუ იპოვით. მას ხშირად ვხვდებით ცხიმთან კომბინაციაში, რაც სერიოზული პრობლემაა.
დასკვნა: რომელი უფრო საზიანოა?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარი ზომიერებაა, მაგრამ თუ ერთმნიშვნელოვანი პასუხი გჭირდებათ, შაქარი ბევრად უფრო საზიანოა. მარილი სხეულს ფუნქციონირებისთვის სჭირდება, შაქარი კი - არა. შაქარს მარილის ნეგატიური ეფექტების გამძაფრებაც შეუძლია. ინსულინი თირკმელებს უბრძანებს, სხეულში სოდიუმი შეაკავოს. რაც მეტი ინსულინი გამოიყოფა, მით მეტ წყალს ინახავენ თირკმელები. შედეგი - მომატებული წონა და შეშუპება.
ასე რომ, აკონტროლეთ დღიური დოზები და ეცადეთ, რომ მარილიც და შაქარიც ჯანსაღი წყაროებიდან მიიღოთ.
ამავე თემაზე ნახეთ "სხვა შუადღის" გადაცემა შაქრისა და მარილის ეფექტებზე
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები