ირაკლი კოპლატაძე: სტამბოლში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის განმარტებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება. ამის შესახებ კოპლატაძემ რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა.
ელჩის განმარტებით, სულ აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა, რომელთაგან 6 მძიმე მდგომარეობაშია:
"ამჟამად მიმდინარეობს იდენტიფიცირება. დაღუპულთა შორის აბსოლუტური უმრავლეოსობა უკვე იდენტიფიცირებულია და ისინი არიან თურქი მოქალაქეები. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ მომენტში მიმდნარეობს იდენტიფიცირება. სტამბოლში საქართველოს საკონსულოს 24 საათიანი კავშირი აქვს შესაბამის სამსახურებთან".
მისი თქმით, აფეთქების შემდეგ ათათურქის აეროპორტში 340 რეისი გაუქმდა, თუმცა ახლა ფრენები უკვე აღდგენილია:
"1500-ზე მეტი მგზავრი ელოდება გაფრენას დანიშნულებისამებრ. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით საკონსულო შესაბამის ავიაკომპანიებთან უზრუნველყოფს შემჭიდროვებულ ვადებში მათ გაფრენას ან შესაბამისი სხვა ავიაკომპანიებით მათ უზრუნველყოფას ადგილამდე".
კოპლატაძემ ასევე განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, ავიაკომპანიები მზად არიან მაქსიმალურად გასცენ შესაბამისი კომპენსაციები მგზავრებისათვის, რათა მათ ზედმეტი თანხა არ გადაიხადონ ავიაკომპანიის შეცვლის შემთხვევაში.
კოპლატაძემ ასევე განაცხადა, რომ სტამბოლი-თბილისის რეისი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე შესრულდა, მომდევნო რეისი კი დღეს დილით იყო დაგეგმილი. რაც შეეხება სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ ქალაქის სასტუმროებში განთავსებაში თურქეთში საქართველოს საკონსულო დაეხმარა.
ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
28 ივნისს, ღამით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში, 2 აფეთქებას სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა 147 კი დაშავებულია. მომხდარზე ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები