დაზღვეული "ჭირი მარგებელია"
საჭესთან მეორე თვეა ვზივარ.
სანამ ავტომობილს ფოთიდან წამოვიყვანდი, ზუსტად ვიცოდი, რა “მუღამები” მქონდა. პირველი “მუღამი” მჯდომარედ მგზავრობა იყო, მეორე ზამთარსა და ზაფხულში ნორმალურ ტემპერატურაში გადაადგილება, ხოლო მესამე კარგი მუსიკის მოსმენა. ეს სურვილები წარმატებით ავიხდინე.
მეორე დღესვე ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი, მანქანაში რომ ჩავჯექი (და არა - ჩავდექი), ყურადღებით შერჩეული “ფლეილისთი” ჩავრთე და გავუდექი გზას. ძალიან გამიმართლა, რადგან მართვა ჯერ კარგად არ ვიცოდი და ქალაქში საცობების რაოდენობის გამო, სწრაფად ფიზიკურად ვერ ვივლიდი, თუმცა ამხელა კომფორტსაც აქვს მინუსები. ზამთარში სითბომ, მუსიკამ და ერთ ადგილზე 15 წუთის განმავლობაში ჯდომამ მარტივად შეიძლება გაგთიშოს, ასე რომ კვირა არ გასულა ისე, რომ რამისთვის არ დამერტყა.
ჩემი პირველი მანქანა ეკონომიურია და ბევრი ღირსებით არ გამოირჩევა, თუმცა იმდენი მაინც აქვს, რომ ავარიების შემდეგ რომელიმე შეელახოს. სწორედ ამ შელახული ავტომობილის ნახვის შემდეგ მირჩია მეგობარმა, თიბისი დაზღვევისთვის მიმემართა. ხელფასიდან და მართვის ჩემეული სტილიდან გამომდინარე (რომელიც კედლის ან სხვა მანქანისგან დამოუკიდებლად გაჩერებას არ გულისხმობს), გადავწყვიტე დაზღვევის სრული პაკეტი შემეძინა.
თითქმის ყველა ამ პერიოდის ავტოსაგზაო შემთხვევა ჩემი ბრალეულობით მოხდა (მე, რა თქმა უნდა, არ მჯერა ამის), შესაბამისად დამჭირდა პასუხისმგებლობის დაზღვევა. რადგან მანქანის ელემენტარულ დონეზე შეკეთება თავად არ შემიძლია, ასევე გამოვიყენე 24/7 ავტოტექნიკური დახმარება გზებზე. მოკლედ, შანსი მომეცა, არაჩვეულებრივ ფასად დამეზღვია ჩემი ეკონომიური, ღირსებაშელახული ავტომობილი.
14 ნოემბერს, დაზღვევის შეძენისას აღმოვაჩინე, რომ უამრავი საჩუქარი შემეძლო მიმეღო. აქცია წინა დღეს დაწყებულა და თავი ცოტა არ იყოს, იღბლიანად ვიგრძენი. რადგანაც ჩემი ავტომობილის ღირებულება 10000 დოლარს არ აღემატებოდა, არჩევანი 150 ლარიან მოგზაურობის ვაუჩერსა ან 50 ლიტრ საწვავს შორის უნდა გამეკეთებინა.
წინა სამსახურიდან საწვავის „ტალონები“ ჯერ კიდევ დარჩენილი მქონდა. მე და ჩემი მეუღლე კი შვებულების აღებას და სამოგზაუროდ წასვლას სწორედ იმ პერიოდში ვგეგმავდით. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვაუჩერები ყველას საჩუქარია, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მაინც პირადად ჩემთვის მოიფიქრეს და რა თქმა უნდა, საჭიროებისამებრ, მასზე შევჩერდი.
მთელი წლის განმავლობაში ასევე მეკუთვნოდა 17 თეთრიანი ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში და 50% ფასდაკლება ულიმიტო რეცხვის სერვისზე.
სამწუხაროა, რომ თავიდანვე უფრო ძვირადღირებული მანქანა ვერ შევიძინე, რადგან ჩემი ავტომობილის ფასი 10000 დოლარზე მეტი რომ ყოფილიყო, 150-ის ნაცვლად, 300 ლარიან სამოგზაურო ვაუჩერს მივიღებდი და ნინოს, ჩემს მეუღლეს უფრო მეტად შევუწყობდი ხელს.
საბოლოოდ, ვფიქრობ 150-იანი ვაუჩერი მაგრად გამოგვადგება. ბილეთის და სასტუმროს დაჯავშნა, ტურის დაგეგმვა და ზოგადად რაშიც მოგვინდება, იმაში გამოვიყენებთ ამ თანხას მოგზაურობის პერიოდში.
მოკლედ, დავდივარ ახლა ჩემი ეკონომიური მანქანით და თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, რადგან ჩემი ყველა „მუღამი“ დაკმაყოფილებულია, ავტოსაგზაო შემთხვევებისას თავს სრულებით დაზღვეულად ვგრძნობ, საწვავში ნაკლებს ვიხდი და მოგზაურობის მოტივაციაც გამიჩნდა. ჰოროსკოპის პრინციპია, მაგრამ ხანდახან მაინც მგონია, რომ თიბისი დაზღვევაში ვიღაცამ კონკრეტულად ჩემს ინტერესებს მოარგო ეს საჩუქრები.
ბლოგის ავტორია თიბისი ბანკის დაზღვევის მომხმარებელი.
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?


კომენტარები