საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ანაზღაურება გაიზარდეს
ფოტო: ფოტო ვიდეოდან / საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ანაზღაურება გაიზარდეს. საბჭომ საკითხს კენჭი მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს უყარა და გაზრდილ ხელფასს წევრები - 3 800 ლარს (დაუქვითავი), თავმჯდომარე კი - 5 800 ლარს (დაუქვითავი) მიმდინარე თვეშივე მიიღებენ. კენჭისყრას ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი ჰყავდა, ერთმა მეურვემ თავი შეიკავა, ერთი კი არ ესწრებოდა.
ჰონორარების გაზრდამდე სამეურვეო საბჭოს წევრის ხელფასი (დაუბეგრავი სახით) 3 200 ლარამდე, თავმჯდომარის კი 5 000 ლარამდე მერყეობდა. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად საბჭოს წევრებმა მიაწოდეს On.ge-ს.
მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული არ არის კონკრეტული თანხა, რომელსაც მეურვე უფლებამოსილების სანაცვლოდ ჰონორარის სახით უნდა იღებდეს. ამ კანონში (მუხლი 24, პუნქტი 9) ვკითხულობთ: "მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5 პროცენტის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ერთ პროცენტს".
როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთმა მეურვემ, ირინა ფუტკარაძემ განაცხადა, სამეურვეო საბჭოს ბიუჯეტი 591 645 ლარი იყო, ჰონორარების ოდენობა 394 430 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ On.ge-ს უთხრა, რომ საბჭო ჰონორარებისთვის არ იყენებს კომერციული გზებით მიღებულ და აჭარის ტელევიზიისთვის განკუთვნილი თანხის ნაწილს. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას კანონი მათ აძლევთ.
იმიტომ, რომ ვიღაცას დაბალი ხელფასი აქვს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველას დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდეს - არასწორი მიდგომაა
"იმიტომ, რომ ვიღაცას დაბალი ხელფასი აქვს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველას დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდეს - არასწორი მიდგომაა. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ ზოგადად, ხელფასი რაც შეიძლება მაღალი იყოს. თუ გააფორმეთ ისე, რომ აი, აქ ხდება ასეთი რაღაც, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეიძლება გაღიზიანდეს - ეს ხომ არასწორი იქნება? მე შემიძლია 10-ჯერ მეტი ავიღო და არ ვიღებ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა", - განუცხადა გოგელიამ On.ge-ს.
მისი თქმით, ის ყველა იმ მოვალეობას ასრულებს, რაც მისი ვალდებულების ნაწილია - შემუშავდა მაუწყებლის სტრატეგიული დოკუმენტები.
"გარწმუნებთ, რომ ეს საქმიანობა 20-ჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგას 100 პროცენტით გეუბნებით. ხელფასს განსაზღვრავს კვალიფიკაცია, დახარჯული დრო და პასუხისმგებლობა, რომელიც მე მაქვს საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშე. მარეგულირებელში 200-ჯერ უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიღაცას უფრო ნაკლები", - თქვა გოგელიამ.
სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ქეთი მსხილაძე ამბობს, რომ დაუჭერდა თუ არა მხარს ჰონორარის გაზრდას, უმრავლესობა მას მაინც მიიღებდა, მისი თანხმობა კი პასუხისმგებლობის გაზიარება და კოლეგიალობის გამოხატულება იყო.
"ეს კანონის კუთხით გამართულია, მორალური მხარეს რაც შეეხება, საბჭოს თითოეულმა წევრმა და საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება", - ამბობს მსხილაძე.
სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მოსაზრებით, მაუწყებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საბჭოს მუშაობა ჰონორარების გაზრდას ამ ეტაპზე არ იმსახურებს. კოლეგის ამ მოსაზრებას არ იზიარებს საბჭოს თავმჯდომარე და ამბობს:
"ყველას თავისი ინტენსივობა აქვს ჩართვის. ის [სულხან სალაძე] თუ მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა არ არის ისეთი, სხვა ასე არ ფიქრობ. მე მივიჩნევ, რომ იმდენ საქმეს ვაკეთებ, სულხანმა [სალაძე] სამი წელი რომ ირბინოს, ვერ დაგვეწევა".
საბჭოს წევრი, მარინა მუსხელიშვილი ერთადერთია, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მან გადაწყვეტილების მიღება კოლეგებს მიანდო, რადგან მას ეს გადაწყვეტილება თითქმის არ ეხება, ვადა რამდენიმე თვეში, 2018 წლის აპრილში ეწურება.
"ჰონორარის გაზრდა-არგაზრდა არ არის დამოკიდებული დამსახურება-არდამსახურებასთან. ეს არის კანონის შესაბამისობაში მოყვანა", - ამბობს მუსხელიშვილი, რომლის თქმითაც, უხერხული მდგომარეობა იქმნება, როცა საკუთარი ხელფასის გაზრდაზე თავადვე მსჯელობენ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები