სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედურ შემთხვევების რაოდენობა 46%-ით არის შემცირებული. სამსახური შედეგს "შრომის უსაფრთხოების შესახებ" მიღებულ კანონს უკავშირებს.

ინსპექციის სამსახურის ცნობით, შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის შედეგად 2025 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 41 910-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. ასევე გაიცა 24 690 მითითება და ჯამში 2 384 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით, ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმის გამოყენების შემთხვევები 38%-ით არის შემცირებული.

ანგარიში თანახმად გაზრდილია იმ ობიექტების რაოდენობას, რომლებმაც წლიდან წლამდე პირველივე გადამოწმებისას სრულად აღმოფხვრეს გამოვლენილი შეუსაბამობები.

  • 2025 წელს 1562-მა ობიექტმა;
  • 2024 წელს —701-მა ობიექტმა;
  • 2023 წელს — 829 ობიექტმა;
  • 2022 წელს — 592-მა ობიექტმა;
  • 2021 წელს — 126-მა ობიექტმა.

ცნობისთვის, 2025 წელს, შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად 4312 ინსპექტირება განხორციელდა. ზედამხედველობის შედეგად პირველადი ინსპექტირებების ფარგლებში შემოწმდა 2045 ობიექტი.