თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
ფოტო: თეონა ჭალიძე
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა რუსთავის ციხეში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ოფიციალური წერილები გაუგზავნეს. მათ წერილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე აქვეყნებს.
თეონა თამაზაშვილმა წერილი ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა . მისი განცხადებით, მიმართვის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო წერილი გახდა, სადაც საუბარი იყო მკვლელობების თვითმკვლელობებად შენიღბვაზე. გარდაცვლილის დედა მიიჩნევს, რომ ეს იყო ირიბი მინიშნება იმისა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც სწორედ ასეთი ინსცენირობა მოხდა.
იგი ყოფილ მაღალჩინოსანს მოუწოდებს, გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, აღიაროს დანაშაული და მოინანიოს. თამაზაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მისი შვილი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე მოკლეს და ხაზს უსვამს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიცოცხლეს მისივე სამართლიანობა და პატიოსნება შეეწირა.
"ირაკლი ღარიბაშვილს!
გადავწყვიტე მეც წერილობით მომემართა თქვენთვის, რადგან თქვენი ბოლო წერილი გახდა ჩემთვის თვალში საცემი და ირიბი მინიშნება იმისა, რომ ხდება მკვლელობების თვითმკვლელობებით შენიღბვა. ალბათ თამარ ბაჩალაიაშვილი იყო პირველი ვისი მკვლელობაც შეინიღბა თვითმკვლელობად, მაგრამ როგორც ყველა დანაშაული არ არსებობს უშეცდომო, აქაც ეგრე მოხდა (და თანაც არაერთი შეცდომა).
მოგმართავთ იმისთვის, რომ რაც კი იცით ამ დანაშაულის შესახებ აღიაროთ და ამით სული მაინც გადაირჩინოთ, როგორც თქვენმა მოგვარე გიორგი ღარიბაშვილმა გააკეთა. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სცოდნოდა რომ ამ სიტყვებს არ აპატიებდნენ (გულის შეტევას გამოიწვევდნენ, როგორც თამარის შემთხვევაში, ხელწერა ერთნაირია), მაინც თქვა "თქვენს შვილს თავი არ მოუკლავს, თქვენი შვილი მოკლეს". ეს პირდაპირ იმის აღიარება იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს ვილა ალგეთის ტერიტორიაზე. ტერიტორიაზე სადაც იდეალური ადგილი იყო მკვლელობისთვის და მანქანის დასამალად.
მე კარგი შვილი გავზარდე, სამართლიანი, რასაც შეეწირა კიდეც. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი შვილის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა მითხრა: "თქვენ საუკეთესო შვილი გყავდათ, მე 150 კაცი დავკითხე თამართან მიმართებაში და ერთსაც კი აუგი და გადახრილი სიტყვა არ უთქვამთ". გამიგრძელდა სიტყვა და მოკლედ ვიტყვი, მონანიება საუკეთესო რამაა რაც კი უფალს სასოწარკვეთილი ადამიანისთვის შეუთავაზებია.
აღიარეთ და მოინანიეთ რაც თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ ჩაიდინეთ და ღმერთი მოწყალეა, მოგიტევებთ... სამართალი იზეიმებს!
ფიზიკურად თამარს არავინ გამიცოცხლებს მაგრამ მისი სული სიმშვიდეს პოვებს, რაც ჩემთვის ეგზომ სანატრელია.
შვილმოკლული დედა თეონა თამაზაშვილი!", — აღნიშნულია წერილში.
გარდაცვლილი პროგრამისტის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა წერილი სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს გაუგზავნა. ის ლილუაშვილს მოუწოდებს, რომ თქვას ყველაფერი, რაც თამარის მკვლელობის შესახებ იცის.
"გრიგოლ ლილუაშვილს!
გრიგოლ ახლა იმყოფები პატიმრობაში. როგორც ხედავ ყველაფერი დროებითია, თანამდებობაც, გავლენებიც... 2020 წელს ალბათ ვერც წარმოიდგენდი რომ 6 წლის შემდეგ ციხეში ამოყოფდი თავს. ახლა მაინც გამოიჩინე კაცობა, თქვი სიმართლე... იცოდე ეს საქმე მაინც გაიხსნება და პასუხს მაინც აგებ ამ საქმეზე. რაც დროულად იტყვი შენთვის აჯობებს. როგორც ჩემმა შვილმა მითხრა: "ჩვენს სამსახურს კურირებს სუსის უფროსი ლილუაშვილი და შსს-ო". თქვი ყველაფერი, რაც იცი ჩემი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. შენც ხო მამა ხარ?!
შვილმოკლული მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი!", — აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 19 აგვისტოს პროკურატურაში მივიდნენ და განცხადება შეიტანეს მათი შვილის საქმეზე ხელახალ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პროკურატურამ საქმის ხელახალ გამოძიებაზე უარი განაცხადა. უწყების განცხადებით, მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია დანაშაულს და პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მშობლები უწყების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ბრძოლასა და საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.
- ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
- თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურაში "22 პასუხგაუცემელი კითხვით" მივიდა
- 6 წელიწადია გაყალბებით არიან დაკავებული — ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან მორიგი აქცია გამართა
- თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს
შეგახსენებთ, 2020 წლის 18 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი დაიკარგა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ბაჩიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. საბოლოოდ, პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა — მათი ვერსიით, ბაჩიაშვილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის ვერსიით, ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, ე.წ ქოლ-ცენტრში მუშაობდა და მისი გარდაცვალებაც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა.
23 დეკემბერს, ყოფილი სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების 4 ეპიზოდის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, 2021-2023 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა — აღნიშნული საქმიანობით ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქრთამის სახით $1, 3 მლნ მიიღო.
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
კომენტარები