თელავში, პიტბულმა პატრონი დაგლიჯა. IPN-ის ცნობით, 50 წლამდე ქალს საკუთარი ძაღლი დაესხა თავს და მრავლობითი დაზიანება მიაყენა, თავის დაღწევის მიზნით კი ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.

მათივე ცნობით, დაკბენილი ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, მდგომარეობა სტაბილურია. თვითმხილველების თქმით, ძაღლი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიციაც გამოიძახეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლი დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს