შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 2024–2025 წლების აქციების საქმეზე პატიმრობაში მყოფი 72 ადამიანი ხელისუფლების პოლიტიკური დევნის მსხვერპლი კი არა, აქციების ორგანიზატორების მიერ გამოყენებული ადამიანები არიან, რომელთა ციხეში ყოფნაც, მისი შეფასებით, ოპოზიციას პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.
მისი თქმით, "მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები".
"დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ?
ხელისუფლებას?
მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე?
რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს?
თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", "მზეებს" და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?
ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ.
სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ.
ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.
ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი.
მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ ბოლომდე უნდა იჯდნენ". რატომ?
იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ "თვალხატულები" და "ვარსკვლავები" პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ.
ამიტომ მათი შეძახილი — "თავისუფლება პატიმრებს!", სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს:
— არ აიღოთ პასუხისმგებლობა!
— არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა!
— იჯექით ბოლომდე!
— ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება!
თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები — აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა.
სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა.
ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ.
ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები", — დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები