Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
საქართველოში პატიმრობაში მყოფი და შემდეგ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული რუსი აქტივისტის, დენის კულანინის ქვეყნიდან დეპორტაციის გადაწყვეტილებას Amnesty International ეხმაურება. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინს რუსეთში გაძევების შემთხვევაში, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავისუფლების აღკვეთა, წამება და სხვაგვარი არასათანადო მოპყრობა ემუქრება.
ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს რუსი აქტივისტის უსაფრთხოება და მიეცეს მას უფლება, მესამე ქვეყანაში გაემგზავროს.
"დენის კულანინი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ალექსეი ნავალნის — ორივე ეს ქმედება რუსეთში დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ იგი არ იქნეს დეპორტირებული რუსეთში, სადაც ომის საწინააღმდეგო დისიდენტობის მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, მას შესაძლოა შეექმნას თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვაგვარი არასათანადო მოპყრობის რეალური რისკი.
საქართველო ვალდებულია დაიცვას იძულებითი დაბრუნების აკრძალვის (non-refoulement) პრინციპი, რაც კრძალავს ნებისმიერი პირის იმ ქვეყანაში გადაცემას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტიანად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის, ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში," — წერს ორგანიზაცია.
27 აგვისტოს დენის კულანინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, თუმცა გათავისუფლებისთანავე მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და საქართველოდან გაძევების პროცედურა დაიწყო. 30 აგვისტოს სასამართლომ მისი მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დატოვება გადაწყვიტა, მაქსიმუმ 3 თვით, გაძევების პროცედურის დასრულებამდე. SOVA-ს ცნობით, კულანინს უკვე ჰქონდა ბილეთი სომხეთში, ერევანში, და სწორედ იქ წასვლა სურდა, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, 1-ელ სექტემბერს გაფრენის საშუალება არ მიეცა.
შეგახსენებთ, რომ კულანინი 2025 წლის 30 აგვისტოს იმავე წლის მარტში აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
კომენტარები