მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის, — ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. მდინარაძემ პოლიტიკაში ყოფნის 10 წელი "შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების პერიოდად შეაფასა".
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც.
ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი, იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი — ერთი ბედნიერებაა ქართული ოცნების გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა. და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქართული ოცნების თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე. ასევე გეტყვით, რომ მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს, რომელსაც მე დავაკელი ყურადღება", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მის პოლიტიკიდან წასვლაზე არ თანხმდებოდნენ, თუმცა მან ისინი მაინც დაარწმუნა.
"გუნდის იმ ორი ლიდერის მხრიდან, ბატონი ბიძინას და ბატონი ირაკლის მხრიდან არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე სჯობდა და არ იყო ჩემი პოზიცია, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ და დამთანხმდნენ საბოლო ჯამში, მე მადლიერი ვარ ამის და მე ვფიქრობ, რომ სხვა სფეროშიც თუ ძალებს მოვსინჯავ, და უკაცრავად რომ საკუთარ თავზე ვიფიქრე და ჩემს ოჯახზე, ჩემთვის შეიძლება უკეთესი იყოს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ.
მან მედიასტან საუბრისას ისიც თქვა, რომ "შეიძლება ბიზნესში მოსინჯოს ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად არის ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რასაც კლასიკურად ეძახიან".
ცნობისათვის, სწორედ მამუკა მდინარაძე დაასახელა ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილის შემომგზავნად, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე კორუფციის ბრალდებები მზადდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ახალი — რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება და ამ პოსტზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე ინიშნება. ამასთან, ის კვლავ შეინარჩუნებს ვიცეპრემიერის პოსტს.
ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუუქმდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მამუკა მდინარაძე მიმდინარე წლის 30 აპრილს დაინიშნა. მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სუს-ში მდინარაძის ადგილი გეკა გელაძემ დაიკავა.
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
-
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
"გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს "გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია" ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია"
გადახედვა
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
კომენტარები