ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
ფოტო: სილქნეტი
სილქნეტი წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონს წარადგენს: 3-13 სექტემბერს ჭავჭავაძეების ისტორიული მამული სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის 300-ზე მეტ მუსიკოსს გააერთიანებს. ფესტივალის პროგრამა 23 კონცერტს მოიცავს. წინანდლის სცენაზე მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები და დირიჟორები წარდგებიან, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დაეთმობათ ქართველ არტისტებს.
წლევანდელი პროგრამა ქართველი შემსრულებლების მრავალფეროვნებას რამდენიმე მიმართულებით წარმოაჩენს - ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის საფორტეპიანო და კამერული მუსიკიდან ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების წარმოდგენამდე და ჟორჟ ბიზეს კარმენის პერფორმანსამდე.
ფესტივალს 3 სექტემბერს მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახსნის პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობითა და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. მუსიკოსი ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე კიდევ ორჯერ წარდგება: 6 სექტემბერს ის გიორგი გიგაშვილთან და გიორგი მარდალეიშვილთან ერთად დაუკრავს, 8 სექტემბერს კი ამფითეატრის სცენაზე — მარკ-ანდრე ჰამელინთან და შუმანის კვარტეტთან ერთად.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წინანდლის ფესტივალზე ქართული მუსიკალური კულტურა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. ქართველი მუსიკოსებისთვის ფესტივალი უკვე გარკვეულწილად იქცა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ერთგვარ ტრამპლინად. ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ სივრცე, სადაც ისინი მსოფლიო კლასის არტისტებთან ერთად შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას. გვინდა, რომ წინანდალი მათთვის მხოლოდ საკონცერტო ადგილი არ იყოს - ეს უნდა იყოს სივრცე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის, პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს და ქართველი მუსიკოსების საერთაშორისო კარიერას ახალ პერსპექტივებს სთავაზობს", — ამბობს დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.
5 სექტემბერს საფესტივალო პროგრამას ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გააგრძელებს. მათი მონაწილეობა ფესტივალს მუსიკალურ მრავალფეროვნებასთან ერთად კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას სძენს - წინანდლის სცენაზე ქართული კულტურა ქორეოგრაფიის ენითაცაა წარმოდგენილი, რაც არანაკლებ შთამბეჭდავია ფესტივალზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვის.
ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 6 სექტემბერს მსმენელის წინაშე ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი წარდგება. ახალგაზრდა მუსიკოსი სოლო პროგრამაში ერთმანეთისგან განსხვავებულ მუსიკალურ ეპოქებს გააერთიანებს. შესრულდება დომენიკო სკარლატის სონატები, შოპენის მეოთხე ბალადა, ნატალია ბერიძის წმინდა ატომები, ლილი ბულანჟესა და მორის რაველის ნაწარმოებები. გიორგი გიგაშვილი წინანდლის ფესტივალში მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს.
"ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები სექტემბერს და ფესტივალის დაწყებას. წინანდლის ფესტივალში მონაწილეობა მისი დაარსების პირველ წელს ფესტივალის ფარგლებში დაარსებული აკადემიის მონაწილის სტატუსით მივიღე - სხვა მუსიკოსებთან ერთად გავიარე გაკვეთილები შესანიშნავ არტისტებთან, რაც შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა. მოგვიანებით ლიზა ბათიაშვილის ფონდის წევრი გავხდი და რამდენიმე წლის განმავლობაში ფონდის სახელით ვმონაწილეობდი ფესტივალში, შემდეგ უკვე - სოლო პიანისტის სტატუსით. უკვე მერვე წელია წინანდალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს აერთიანებს და ღირსეულად ინარჩუნებს რეგიონის საუკეთესო ფესტივალის სტატუსს. მისი მნიშვნელობა ქართველი მუსიკოსებისთვისაც განსაკუთრებულია - მსოფლიოს წამყვანი არტისტების გვერდით დგომა გვიჩენს განცდას, რომ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ საერთაშორისო მუსიკალური სცენის ნაწილი, რაც ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო და დღესაც ასეთივე სტიმულია", — ამბობს გიორგი გიგაშვილი, პიანისტი.
11 სექტემბერს კამერულ დარბაზში ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი სოპრანო ხენ რაისთან და მეცო-სოპრანო ოკა ფონ დერ დამერაუსთან ერთად წარდგება. პროგრამა ჰენრი პერსელის, რობერტ და კლარა შუმანების, იოჰანეს ბრამსისა და ანტონინ დვორჟაკის ნაწარმოებებს აერთიანებს.
"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წინანდლის სცენაზე ასეთი გამორჩეული მსმენელის წინაშე გამოსვლა. მონაწილის სტატუსით წელს პირველად შევუერთდი ფესტივალს და ეს ძალიან მახარებს. რამდენიმე უცხოელ არტისტს, რომლებიც წელს ფესტივალში მონაწილეობენ, უკვე ვიცნობ და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა მათთან ერთად ერთ სცენაზე ყოფნა. წინანდლის ფესტივალი მხოლოდ მაღალი რანგის მუსიკალური ღონისძიება არ არის - ის ისტორიას წერს. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მსოფლიო კლასიკური მუსიკის ვარსკვლავების ჩამოსვლა და ქართველი მსმენელისთვის მათი მოსმენის შესაძლებლობა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ფესტივალის განსაკუთრებულობას განაპირობებს ისიც, რომ ერთ სივრცეში ერთიანდება უმაღლესი დონის მუსიკა, ჭავჭავაძეების ისტორიული მამული და წინანდლის უნიკალური ბუნება. ეს ყველაფერი მუსიკოსსა და მსმენელს განსაკუთრებულ გარემოს უქმნის", — განაცხადა სანდრო გეგეჭკორმა, პიანისტმა.
წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ჟორჟ ბიზეს კარმენის ტრაგედია იქნება, რომელსაც 12 სექტემბერს ამფითეატრის სცენა დაეთმობა. დმიტრი კრიმოვის დადგმა პიტერ ბრუკის 1981 წლის ცნობილ ინტერპრეტაციას ეფუძნება და ლერიჩის მუსიკალურ ფესტივალთან თანამშრომლობით განხორციელდა. წარმოდგენაში 20 მუსიკოსი და ოთხი ქართველი სოლისტი მონაწილეობს: კარმენის პარტიას მსოფლიოში ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ასრულებს, დონ ხოზეს — საერთაშორისოდ აღიარებული ტენორი მიხეილ შეშაბერიძე, ესკამილიოს — ნიკოლოზ ლაგვილავა, მიქაელას კი — ანა ფალავანდიშვილი. დადგმას ილია ინაიშვილი უდირიჟორებს.
"წინანდლის ფესტივალში პირველად ვმონაწილეობ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. წინანდლის ფესტივალზე გამოსვლა ნებისმიერი მუსიკოსისთვის, მით უფრო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის, განსაკუთრებული მოვლენაა. ფესტივალის მასშტაბისა და საერთაშორისო რეპუტაციის გათვალისწინებით, წინანდლის სცენაზე გამოსვლა ჩემთვის, ფაქტობრივად, უცხოურ ასპარეზზე გასვლის ტოლფასია, ამიტომ არ არის ეს ჩემთვის მორიგი კონცერტი. კარმენის ტრაგედიაში მიქაელას პარტიას ვასრულებ, რაც ახალგაზრდა სოპრანოსთვის დიდი გამოწვევაა, რადგან პარტია ტექნიკურად და მხატვრულად არცთუ მარტივი შესასრულებელია. წინანდლის ფესტივალზე ასეთი რთული როლით დებიუტი პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვენია ფესტივალის სცენის გაზიარება ანიტა რაჭველიშვილთან, რომელიც კარმენის პარტიას ასრულებს. ანიტა სწორედ კარმენის შესრულებით გახდა მსოფლიოში ცნობილი. მიქაელა პირველი ფრანგულენოვანი პერსონაჟია, რომელსაც ვასრულებ. როლზე მუშაობისას ფრანგ ქოუჩებთანაც ვითანამშრომლე. მოუთმენლად ველოდები წინანდლის ფესტივალს და მსმენელთან შეხვედრას", — ამბობს ანა ფალავანდიშვილი, სოპრანო
წინანდლის ფესტივალს 13 სექტემბერს აღიარებული ქართველი პიანისტი დავით ხრიკული დახურავს, რომელსაც პარტნიორობას გაუწევს პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის დირიჟორობით.
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. ის ყოველწლიურად აერთიანებს 18-დან 28 წლამდე ასაკის ნიჭიერ მუსიკოსებს რეგიონის 8 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. მონაწილეთა შესარჩევი მოსმენები მთელი წლის განმავლობაში ტარდება, რათა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლები შეირჩნენ.
წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ქვეყნების, თაობებისა და ჟანრების ერთ სივრცეში გაერთიანებაა — მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსებიდან და ახალგაზრდა შემსრულებლებიდან საერთაშორისო კარიერის მქონე ქართველ არტისტებამდე; კლასიკური მუსიკიდან ქართულ ნაციონალურ ბალეტსა და საოპერო ხელოვნებამდე. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის ფესტივალის განსაკუთრებულ ხასიათს — სივრცეს, სადაც მუსიკა საზღვრებს სცდება და ქართული კულტურა საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროს უერთდება. სილქნეტი ამ კავშირის უწყვეტ მხარდაჭერას ფესტივალის წარდგენით განაგრძობს.
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მდინარეებზე წყლის დონეის მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მდინარეებზე წყლის დონეის მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გადახედვა
-
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
"გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს "გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების სამინისტრომ წერილით გვაცნობა, რომ არ გვაძლევს უფლებას, კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელოთ გარემოს კვლევების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ნინო დობორჯგინიძე: განათლების სამინისტრომ წერილით გვაცნობა, რომ არ გვაძლევს უფლებას, კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად განვახორციელოთ გარემოს კვლევების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია" ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია"
გადახედვა
-
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა ზაქარას კეთილი მანქანის მხარდაჭერას აგრძელებს თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა ზაქარას კეთილი მანქანის მხარდაჭერას აგრძელებს
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
კომენტარები