თუ ღამის ორ საათზე ლოგინში მწოლიარე ცხვრების წარმოსახვით ფარას მესამე წრეზე ითვლი და მაინც არ გვძინავს, იცოდე, მარტო არ ხარ. ზოგიერთი ის რჩევა, რომლებიც ინტერნეტში წაგიკითხავს ან სხვებისგან მოგისმენია, ნამდვილად უსარგებლოა. ნაწილი კი — საერთოდაც ჩაძინებაში გიშლის ხელს.

აი, სამი მითი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ისმენ და დროა, დაივიწყო:

ცხვრების დათვლა

ალბათ პირველი, რასაც ძილის პრობლემის მქონე ადამიანს ურჩევენ ხოლმე, სწორედ ესაა. რეალურად კი მონოტონური თვლა ტვინისთვის ზედმეტად მოსაწყენია — ვერც მშფოთვარე ფიქრებს გიფარავს და სინამდვილეში, მზარდი რიცხვი მხოლოდ იმის მტკიცებულება ხდება, რომ შუაღამეს ჯერ ისევ გღვიძავს.

ფოტო: Pinterest

ძილის წინ ერთი ჭიქა ღვინის დალევა

ყველაზე დამაჯერებელი და საშიში ტყუილი ისაა, რომელიც თან ნახევრად სიმართლეა. ალკოჰოლი მართლა გადუნებს და ჩაძინებასაც აჩქარებს, მაგრამ ძილის ხარისხსაც აზიანებს.

როცა ორგანიზმი ალკოჰოლს გადაამუშავებს, მერე ირევა ყველაფერი — ხშირად გეღვიძება. გარდა ამისა, ალკოჰოლი ძილის სიზმრიან ფაზასაც აზიანებს, რომელიც ემოციური აღდგენისთვის კრიტიკულია.

"იწექი და ეცადე, ჩაგეძინოს"

ეს რჩევა ყველაზე მეტ ზიანს გაყენებს. როცა საათობით გღვიძავს, ტვინი მავნე კავშირს ადგენს ლოგინსა და სიფხიზლეს შორის, რაც გაღიზიანებას და საკუთარ თავზე ბრაზსაც იწვევს. რაც უფრო დიდხანს წევხარ და თავის იძულებას ცდილობ, მით უფრო მყარი ხდება ეს ასოციაცია.

არადა, მცდელობის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ ისევ თუ ვერ იძინებ, უნდა ადგე, სხვა ოთახში გახვიდე, რაიმე მშვიდი აკეთო და ლოგინში მხოლოდ მაშინ დაბრუნდე, როცა ნამდვილად მოგერევა ძილი.

გახსოვდეს, დაძინების ძალდატანებული "მცდელობა" ხშირად სწორედ ისაა, რაც არ გაძინებს.