26 აგვისტოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც კაცი დაიღუპა. ინფომრაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მათი ცნობით, დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც თანამშრომელს დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებულია, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.