ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან, 17 წლის მარიამ ლომიშვილი გადავარდა და გარდაიცვალა.

მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ვივამედში" გადაიყვანა, თუმცა როგორც "ტვ პირველთან" გარდაცვლილის ოჯახის წევრი ამბობს, 17 წლის მარიამი ადგილზე უკვე გარდაცვლილი იყო.

ოჯახის ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი IPN-თან აცხადებს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგომ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა".

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.