თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასა და საგზაო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულების პირობების დარღვევა გახდა, რომელიც კომპანიას ავალდებულებდა, სამუშაოები უწყვეტად, 24/7 რეჟიმში ემართა. სამუშაოების დადგენილი გრაფიკის დარღვევის გამო მშენებელი კომპანია ოთხჯერ დაჯარიმდა, რამაც ჯამში 5 000 ლარი ($1 900) შეადგინა. ინფორმაციას OC media ავრცელებს.

საგზაო კომპანია პირველად 23 ივლისს დააჯარიმეს, ორჯერ — 29 ივლისს, ხოლო 10 აგვისტოს — მეოთხედ. ოთხივე ჯარიმის მიზეზი ერთი და იგივე დარღვევა იყო — 24-საათიანი უწყვეტი სამუშაო პროცესის დარღვევა. კომპანია მომსახურების ღირებულების 0.02%-ით დაჯარიმდა, რამაც ჯამში 5 000 ლარი ($1 900) შეადგინა. "სმარტ სოლუშენსშ" აცხადებენ, რომ პროცესში გაუთვალისწინებელი შეფერხებები შეექმნათ და დაკისრებულ ჯარიმებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

სარეაბილიტაციო პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიას "სმარტ სოლუშენსთან" 20 მილიონი ლარის ($8 მილიონი) ღირებულების სამი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია "სმარტ სოლუშენსის" მფლობელმა, ლევან გოგსაძემ, რომელიც მმართველი პარტია ქართული ოცნების დეპუტატის ბექა ოდიშარას ნათესავია, განაცხადა, რომ რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 100-დღიანი ვადა საკმარისი არ იქნება.

ოპოზიციური პარტია ლელოს წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი ცუდად იყო ორგანიზებული და "სმარტ სოლუშენსმა" ყოველგვარი კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა.