რიდლი სკოტის ახალი ფილმის, The Dog Stars-ის მსახიობი, მარგარეტ ქუალი, 20 აგვისტოს ფილმის მსოფლიო პრემიერის წითელ ხალიჩაზე Chanel-ის "უფეხსაცმლო ფეხსაცმლით" წარსდგა. ლუქმა ინტერნეტმომხმარებელთა აზრი ორად გაყო — ზოგს ფეხსაცმელები ძალიან მოეწონა, ზოგმა კი აღნიშნა, რომ ეს ფეხსაცმელები საერთოდ არაა.

ფოტო: Vogue

ფოტო: Wireimage

ეს მოდელი Chanel-ის 2027 წლის Resort კოლექციის ნაწილია. ის შედგება შავი ქუსლებისგან, რომლებიც ფეხზე თასმების ორი წყვილით არის დამაგრებული. მას თითქმის არ აქვს ძირი, რის გამოც ფეხის დიდი ნაწილი შიშველია. Chanel-ის კოლექცია ამ სტილის სხვა ფეხსაცმელებსაც შეიცავს:

ფოტო: Vogue

ფოტო: CP24

"ფასიც ნახევარი აქვს?" — იკითხა ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, მეორემ კი აღნიშნა, რომ ეს ფეხსაცმელები სანაპიროს ფეხის სამაჯურის ახალი ვერსიაა.

Chanel-ში განმარტეს, რომ დიზაინერ მეთიუ ბლეიზს სურდა, ისეთი ფეხსაცმელი შეექმნა, რომელსაც ქალები ზღვიდან ამოსვლის შემდეგ ჩაიცვამდნენ.

ამ განსხვავებული სტილის სამოსს გულშემატკივრებიც გამოუჩნდა — მრავალი ადამიანი თვლის, რომ ის საკმაოდ დახვეწილია.

ფეხსაცმლის ღირებულება $3000-მდე მერყეობს.