რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
ფოტო: OC MEDIA
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ მშობლებს მიზანმიმართულად არ სურთ თავიანთ შვილებს სასკოლო ფორმები ჩააცვან, "სკოლაში იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და სკოლის დისციპლინურ კომისიას მშობელთან ექნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან დაკავშირებით".
- ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
- დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
მისივე განმარტებით, კონკრეტულად რა ზომებს მიიღებენ იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც ფორმების გარეშე გამოცხადდებიან, სკოლის გადასაწყვეტია.
"თუ ეს არის მიზანმიმართული… ნაბიჯი, რომ აი, "მე არ მინდა და არ ჩავაცმევ ჩემს შვილს ფორმას", რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, იმ სკოლაში იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
[...] სკოლაში არის შექმნილი დისციპლინური კომისია და ეს არის მათ პრეროგატივა და გადასაწყვეტი. შინაგანაწესის დარღვევიდან — არაერთგზის დარღვევიდან — რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას უკვე თვითონ სკოლა განსაზღვრავს, იმიტომ რომ თითოეული სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და, შესაბამისად, სკოლა განსაზღვრავს კონკრეტულად რა დისციპლინური ზომები შეიძლება იქნას გამოყენებული. თქვენი მიზანი მესმის, რომ გინდათ, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი მძიმედ და უხეშად წარმოაჩინოთ…
[...] ჩვენი მიზანია არა ის, რომ ბავშვი არ დავუშვათ სკოლაში, არამედ ბავშვი სკოლაში იყოს, მაგრამ დაემორჩილოს იმ სტანდარტებს და საერთო პრაქტიკას, რომელიც სკოლის შინაგანაწესით არის დადგენილი", — განაცხადა მიქანაძემ (მის კომენტარს"ტვ პირველი" ავრცელებს).
კითხვაზე შეიძლება თუ არა რომ დირექტორმა შინაგანაწესის ცვლილებით, საგაკვეთილო პროცესზე დასწრება აუკრძალოს მოსწავლეს, რომელიც ფორმის გარეშე გამოცხადდება, მიქანაძემ უპასუხა, რომ ეს არ არის მიზანი. მისივე თქმით მიზანია, რომ მშობელმა მიიღოს ის პროცესი, რაც შინაგანაწესითაა დადგენილი.
"კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არ არის მიზანი. მიზანი არის, რომ მშობელმა მიიღოს ის პროცესი, რაც შინაგანაწესით არის დადგენილი. ფორმა უნდა ეცვას ყველას", — განაცხადა მიქანაძემ.
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
კომენტარები