კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
"ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
- ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
- "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
კახა კალაძემ ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. კალაძის განმარტებით, ღარიბაშვილს "სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება" გააკეთა.
"ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული", — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა.
"2022 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება დადგა. სამი საიდუმლო შესყიდვის დროს, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავის, ვასილ მხეიძის ნაცნობი ბიზნესმენის კომპანიებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11,499,705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18,484,960 ლარად.
ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების დაახლოებით 10% — 1,900,000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400,000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1,500,000 ლარიდან 750,000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო თანხის მეორე ნახევარი — 750,000 ლარი, რამდენიმე ეტაპად, ასევე ქრთამის სახით, ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს", — ითქვა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
კომენტარები