როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ექსმინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე, ქრთამის სახით 750 000 ლარის აღების ფაქტზე, ახალი ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილის ახალ ბრალს ყოფილი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.
განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს აქვს განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წერილებით ცდილობდა ახალი ბრალდებები გადაეფარა.
"შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ბოლო დღეებში გარკვეული სპეკულაციური წერილები, რომელიც გავრცელდა და არაფრის მომცემი არ იყო, აშკარად იკვეთება, რომ მას ჰქონდა სწორედ ასეთი მოცემულობების გადაფარვის მცდელობა და სპეკულირება.
მე მაქვს განცდა, რომ სწორედ ამ წერილებით ის ცდილობდა ახალი ბრალდებები გარკვეულწილად გადაეფარა და სპეკულირება მოეხდინა. ეს არის რაც ჩანს, თუმცა გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ეს არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია", — განაცხადა მიქანაძემ.
ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო წერილები საკუთარი დანაშაულის გადაფარვასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ემსახურება. დეპუტატის თქმით, ყოფილ პრემიერს უკანონო შემოსავლის მიღების გამო ბრალი მიმდინარე წლის იანვარში წარედგინა, ხოლო მძიმე კორუფციულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფონზე, სამართლებრივი პროცესის პოლიტიზებას ცდილობს. გორდულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული თანხების მიღების აღიარების შემდეგ, ღარიბაშვილს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ხოლო საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობა კრახით დასრულდება.
"როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, თანამდებობის პირებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც.
უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერმინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. ის სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს მიმდინარე წლის იანვრიდან და მსჯავრდადებულია მძიმე დანაშაულში — უკანონო შემოსავლის მიღებაში. ასევე მისთვის, როგორც კონკრეტულ დანაშაულში ჩართული პირისთვის ცნობილი იყო, რომ გამოძიება მიმდინარეობდა სხვა დანაშაულთან მიმართებით, რომელიც მძიმე კორუფციული ხასიათის დანაშაულია. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, ისეთი წერილები გაავრცელა, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ადამიანი როცა იტყუება, ერთმანეთში ირევა მის მიერ გავრცელებული სხვადასხვა მოგონილი ინფორმაცია. ახლა მას ბრალი აქვს წარდგენილი, რაც დღევანდელი ბრიფინგიდან გამომდინარე დადასტურებულია. მისი მცდელობა საკუთარი თავის გადარჩენა და პასუხისმგებლობიდან გაქცევა იყო.
რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს თავადვე აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის არალეგალური თანხების მიღება, რაც არ იყო დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი. როცა ადამიანს ასეთი დანაშაული აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, მის მიმართ სხვა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ყველას ნათქვამი, იქნება ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის თუ კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არის მცდელობა იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში პოლიტიკა შეიტანონ. სამართლებრივი საქმის პოლიტიზების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, რადგან ასეთი საქმეები სტრასბურგის სასამართლოში მიდის ხოლმე, სადაც ყოველთვის დასტურდება, რომ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სასამართლოს სისტემის საქმიანობა სრულად შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ქართულ კანონმდებლობასა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან", – განაცხადა არჩილ გორდულაძემ (IPN).
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო. კალაძის განმარტებით, ღარიბაშვილს "სავარაუდოდ, ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება" გააკეთა.
"ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული", — განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი წერილი ციხიდან 18 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას დააკისრა. ამას მოჰყვა მეორე წერილი, რომელიც 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. რიგით მესამე წერილი სოციალურ ქსელში 20 აგვისტოს გასაჯაროვდა.
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება დღეს წარუდგინა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საქმეს, რაზეც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე ბრალდებულია. გამოძიების ცნობით, 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული კახა კალაძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა საქართველოს ბანკის კამპანიას "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" SPAR შეუერთდა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
კომენტარები