საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ცნობას, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა. უწყების განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არსებული სანავიგაციო მონაცემებით სრულიად უარყოფილია.
სააგენტოში განმარტავენ, რომ 245-მეტრიანი გემი 16 აგვისტოს თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან გამოვიდა, გაიარა ბოსფორი და შავი ზღვის აღმოსავლეთით გაემართა. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, მისი სატელიტური სიგნალი (AIS) დროებით გაითიშა, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის მიდამოებში დაფიქსირდა.
უწყების ხაზგასმით, სიგნალის დროებითი გათიშვა არ ნიშნავს, რომ გემი პორტში შევიდა. გარდა ამისა, დროის მოკლე მონაკვეთი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა აფხაზეთამდე გადაადგილებას, პორტში შესვლას, მანევრირებას, ტვირთის ჩამოცლასა და უკან დაბრუნებას. ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთს ფიზიკურად არ გააჩნია ისეთი საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც ასეთი მასშტაბური გემის მიღებას უზრუნველყოფდა.
"ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს არსებული სანავიგაციო და ტექნიკური მონაცემებიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემის საქართველოს არცერთ ნავსადგურში შემოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს MSW სისტემაში შესაბამისი ჩანაწერების არარსებობა.
გემის მოძრაობის მონაცემებით, SAVIR TIGER, რომლის სიგრძე 245.07 მეტრია, 16 აგვისტოს გამოვიდა თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან, 18 აგვისტოს გაიარა ბოსფორის სრუტე და მოძრაობა შავი ზღვის აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, დაახლოებით პიჩორის ტრავერსზე, გემის AIS სიგნალი შეწყდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა არც LRIT სისტემაში, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის ტრავერსზე დაფიქსირდა.
AIS-ის ან LRIT-ის სიგნალის დროებით არარსებობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება გემის რომელიმე ნავსადგურში შესვლის მტკიცებულება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არაერთხელ განუცხადებია. მსგავსი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით პროფესიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.
უფრო მეტიც, გემის ზომის, მოძრაობის ტრაექტორიისა და დროითი მონაცემების ერთობლივი ანალიზი არ ადასტურებს მის აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შესვლას. სამსუნის რაიონიდან აფხაზეთის სანაპირომდე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო პრაქტიკულად მოიცავს იმ დაახლოებით ერთ დღიან პერიოდს, როდესაც გემის პოზიციის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, რეალისტური დრო პრაქტიკულად არ რჩება ნავსადგურში შესვლისთვის, მანევრირებისთვის, დგომისთვის, შესაძლო სატვირთო ოპერაციისთვის და შემდგომ უკან გამოსვლისთვის.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლს ფიზიკურად არ გააჩნია 245-მეტრიანი, მსგავსი ტიპისა და პარამეტრების გემის უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო და სანავმისადგომო ინფრასტრუქტურა.
შესაბამისად, "ფორმულას" მიერ დაუდასტურებელი ვერსიის ფაქტად გავრცელებას ვაფასებთ როგორც დეზინფორმაციას. განსაკუთრებით სახიფათოა მსგავსი პრაქტიკა მაშინ, როდესაც საკითხი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საზღვაო ნაოსნობას. ასეთ თემებზე ჟურნალისტური ვარაუდის ფაქტად გასაღება არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია "ფორმულას", შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს იგი კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში", — წერია განცხადებაში.
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს ჰარი პოტერში გილდეროი ლოკჰარტის როლს ნიკოლას ჰოლტის ნაცვლად, კიტ ჰარინგტონი შეასრულებს
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
-
UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
კომენტარები