სექტემბერი სერიალების მოყვარულებისთვის საინტერესო თვე იქნება. ეკრანებზე როგორც დიდი ხნის ნანატრი სეზონების გაგრძელებებს, ისე სრულიად ახალ და განსხვავებულ ისტორიებს უნდა ველოდოთ.

თუ არ იცით, რას უყუროთ, გთავაზობთ 9 სერიალს, რომლებიც სექტემბერში აუცილებლად უნდა ნახოთ:

1. The Gentlemen

ფოტო: Netflix

გაი რიჩის პოპულარული სერიალი The Gentlemen მეორე სეზონით ბრუნდება. თეო ჯეიმსი კვლავ ედი ჰოლსტედის როლს ასრულებს — არისტოკრატის, რომელმაც მემკვიდრეობით ტიტულთან და უზარმაზარ მამულთან ერთად, მის ტერიტორიაზე მოქმედი მარიხუანის ბიზნესიც მიიღო.

ცნობილია, რომ ახალ სეზონში ედი კრიმინალურ სამყაროში კიდევ უფრო ღრმად გაეხვევა, სერიალის მოქმედება კი დიდი ბრიტანეთიდან იტალიაში გადაინაცვლებს.

The Gentlemen-ის მეორე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 3 სექტემბერს შედგება.

2. Last Seen

ფოტო: Werner Films Productions

ახალ თრილერში — Last Seen — პატრიკ ბრამალი იენ რიდლის, პოლიციის დისპეტჩერისა და ყოფილი დეტექტივის როლს ასრულებს, რომლის სამი წლის შვილი 11 წლის წინ გაიტაცეს და მას შემდეგ მისი კვალი აღარ გამოჩენილა. ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც იენი ახალგაზრდა ქალისგან საგანგებო ზარს იღებს და დარწმუნებულია, რომ ის მისი დაკარგული შვილია.

Last Seen-ის პრემიერა Apple TV-ზე 9 სექტემბერს შედგება.

3. Colin From Accounts

ფოტო: CBS Studios

სიდნეიში გადაღებული რომანტიკული კომედია — Colin From Accounts — ბოლო, მესამე სეზონით ბრუნდება. ახალი სეზონში მოქმედება სამი წლის შემდეგ ვითარდება — მას შემდეგ, რაც ეშლიმ გორდონის საჯარო ქორწინების შეთავაზებაზე უარი თქვა. ისინი კვლავ შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს და მათი ურთიერთობის ისტორია თავიდან იწყება.

Colin From Accounts-ის პრემიერა Paramount+-ზე 10 სექტემბერს შედგება.

4. Agatha Christie's Tommy & Tuppence

ფოტო: BritBox

აგათა კრისტის ცნობილი დეტექტიური დუეტი, ტომი და ტაპენსი, ამჯერად თანამედროვე სამყაროში გადმოდის. ტომი, დეტექტიური რომანების ავტორია, რომელიც უნივერსიტეტის ყოფილ შეყვარებულ ტაპენსს მეგობრის ქორწილში ხვდება. მალევე მკვლელობა ხდება და ისინი გამოძიებას ერთად იწყებენ, რაც ახალ დეტექტიურ სააგენტოს საფუძველს უყრის.

სერიალის პრემიერა 15 სექტემბერს იგეგმება.

5. Monster: The Lizzie Borden Story

ფოტო: Netflix

რაიან მერფის ცნობილი სერიალის, Monster-ის მეოთხე სეზონი ლიზი ბორდენის ისტორიას ეძღვნება. 1892 წელს ლიზი ბორდენს მამა და დედინაცვალი ცულით მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ის სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო. მთავარ როლს ელლა ბიტი ასრულებს. სერიალის სიუჟეტი ასევე სხვა რეალური ქალი მკვლელების ისტორიებსაც შეეხება.

Monster: The Lizzie Borden Story-ის პრემიერა Netflix-ზე 17 სექტემბერს შედგება.

6. Slow Horses

ფოტო: Flying Studio Pictures

ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯაშუშური სერიალი Slow Horses ახალი სეზონით ბრუნდება. ამჯერად უცნობი პირი MI5-ის (ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის) ყოფილ აგენტებს სათითაოდ ხოცავს, რის გამოც ჯექსონ ლემბის (გარი ოლდმანი) გუნდი თავადაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

Slow Horses-ის ახალი სეზონის პრემიერა Apple TV-ზე 18 სექტემბერს შედგება.

7. Brothers

ფოტო: Paramount Television Studios

მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ახალ კომედიურ სერიალში საკუთარ თავს თამაშობენ. სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში გავრცელებულ ჭორს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც მსახიობები შესაძლოა ნახევარძმები იყვნენ. სერიალში ეს იდეა რეალობადაა ქცეული. ვუდი ოჯახთან ერთად ტეხასში მეთიუს სტუმრობს, სადაც მათი ოჯახური ურთიერთობები და მოულოდნელი საიდუმლოებები არაერთ სახალისო და ემოციურ მომენტებს აერთიანებს.

Brothers-ის პრემიერა Apple TV-ზე 23 სექტემბერს შედგება.

8. American Horror Story

ფოტო: Ryan Murphy Television

ცნობილი საშინელებათა სერიალი American Horror Story მე-13 სეზონით ბრუნდება. ამჯერად სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაერთიანება გველოდება. ახალ სეზონში წინა სეზონებიდან ცნობილი მსახიობები კვლავ შეიკრიბებიან, მათ შორის ჯესიკა ლენგი, სარა პოლსონი, ევან პიტერსი, ემა რობერტსი და სხვები.

American Horror Story-ის პრემიერა Hulu-ზე 24 სექტემბერს შედგება.

9. A Different World

ფოტო: Netflix

A Different World 1987-1993 წლებში გამოსული The Cosby Show-ის სპინ-ოფის გაგრძელებაა. სერიალის მოქმედება კვლავ გამოგონილ ჰილმანის კოლეჯში ვითარდება, სადაც სტუდენტების ახალი თაობის ცენტრში დებორა ვეინია — პირველი სერიალის პერსონაჟების შვილი. ახალ სერიალში ძველი მსახიობებიც გამოჩნდებიან. სიუჟეტი თანამედროვე ფერადკანიანი ახალგაზრდების ცხოვრებასა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს შეეხება.

A Different World-ის პრემიერა Netflix-ზე 24 სექტემბერს შედგება.