სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

25 აგვისტოს სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რამდენიმე ათეულ მისამართზე, რომლებიც სომხეთის მეორე პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანსა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით. რობერტ ქოჩარიანის ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი ანტიკორუფციულ კომიტეტში 25 აგვისტოს დილით გადაიყვანეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები რობერტ ქოჩარიანის შვილების, ლევონ და სედრაკ ქოჩარიანების ბინებშიც შევიდნენ.