5-6 სექტემბერს ლისზე, Zion Garden-ის ტერიტორიაზე, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ველნეს მოვლენა YogaFest 2026 გაიმართება. იოგის სახლის YogaRooms-ისა და Zion Garden-ის პარტნიორობით შექმნილი ეს ორდღიანი ფესტივალი აერთიანებს იოგის პრაქტიკებს, ცოცხალ მუსიკასა და სრულიად უნიკალურ ფხიზელი გართობის Sober Rave კონცეფციას.

ფოტო: YogaFest

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

რატომ ფხიზელი გართობა? არსებული გართობის სივრცეები პირდაპირ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას მოგვიწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდგომარეობები, ერთი შეხედვით, გვიმარტივებს ურთიერთობას, გართობასა და ცეკვას, მას გრძელვადიანი ნეგატიური და კრიტიკული გავლენა აქვს ადამიანის ცნობიერებასა და თავად სიცოცხლეზე.

ფოტო: YogaFest

ყოველდღიური საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემო მუდმივ სტრესსა და გადაღლილობას იწვევს. შედეგად, ადამიანები ჩაკეტილ წრეში ექცევიან, გამოფიტვის ერთ ფორმას მეორით ანაცვლებენ, რაც დროთა განმავლობაში მათ ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე მძიმე გავლენას ახდენს.

ჩვენ ვიცით, რომ ფხიზელი გართობა შესაძლებელია, სრულყოფილია და დამატებით არაჯანსაღ სტიმულებს არ საჭიროებს. YogaFest უკვე მესამე წელია, ქმნის ფხიზელ სივრცეს და უნიკალურ გარემოს ადამიანებისთვის.

რა დაგხვდებათ ფესტივალზე?

იოგა და მედიტაცია — მრავალფეროვანი პრაქტიკები სუფთა ჰაერზე დამწყებთათვისაც და გამოცდილი პრაქტიკოსებისთვისაც.

Sober Rave — ცეკვისა და გართობის თავისუფლება ცოცხალი, ინსტრუმენტული და ელექტრონული მუსიკის თანხლებით.

შემეცნებითი სივრცე — ლექციები და სემინარები გაცნობიერებულ ყოფნაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და პიროვნულ ზრდაზე.

საბავშვო სივრცე — გასართობი და შემეცნებითი პროგრამები და თამაშები ბუნებაში, რაც ფესტივალს ოჯახებისთვის მოსახერხებელს ხდის.

ჯანსაღი კვება — შერჩეული ფუდ-კორტი ნოყიერი, ჯანსაღი და ვეგეტარიანულ/ვეგანური ოფციონებით.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.