ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა, IPN-ის ცნობით, მათგან ერთი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა. ოთხი მათგანი კლინიკა "მედალფაში" განაგრძობს მკურნალობას.

ექიმები დაშავებულების მდგომარეობას აფასებენ, როგორც საშუალო სიმძიმის.

"ერთი გარდაიცვალა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, ოთხი მოზარდი კი კლინიკაში რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება", — განაცხადეს კლინიკა "მედალფაში“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.