1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველ მომხმარებელს, რომელიც ტერაბანკის მობაილ ან ინტერნეტბანკით საქართველოდან საზღვარგარეთ Ria-ს ფულადი გზავნილით მინიმუმ 200 ერთეულს გადარიცხავს, ანგარიშზე 50 ლარის ტერა ქულა დაერიცხება. სააქციო შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია თვეში ერთხელ.

ტერაბანკის მობაილ და ინტერნეტბანკით მომხმარებლებს Ria-ს ფულადი გზავნილების გაგზავნა შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სწრაფად და მარტივად.

აქციის პირობების მიხედვით:

  • მინიმალური ტრანზაქციის მოცულობა — 200 ერთეული;
  • შესრულებული ოპერაციები გადამოწმდება ყოველ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ხოლო შესაბამისი ტერა ქულები მომხმარებლებს დაერიცხებათ მომდევნო დღეს, პარასკევს;
  • აქციაში მონაწილეობისთვის პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სრულწლოვანი;
  • ტრანზაქციის მაქსიმალური ლიმიტი: GEL/USD/ EUR — 5 000 (USD-ის ეკვივალენტი).

ისარგებლეთ აქციით, გააგზავნეთ თანხა Ria-ს ფულადი გზავნილით და დასაჩუქრდით.