ბათუმიდან 20 წუთის სავალ მანძილზე მდებარე Kvirike Residence-ის საინვესტიციო პოტენციალი იმაზე მეტს გვთავაზობს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. აჭარის სანაპირო ზოლმა ბოლო წლებში სტრუქტურული ტრანსფორმაცია განიცადა: მზარდი ტურისტული ნაკადებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის ფონზე, ინვესტორთა ინტერესი ბათუმის გადატვირთული ცენტრიდან თანდათან მის მიმდებარე, პერსპექტიულ ლოკაციებზე გადავიდა. ქობულეთი კი ამ პროცესის ეპიცენტრში მოექცა — არა როგორც ალტერნატიული, არამედ როგორც დამოუკიდებელი, თვითკმარი საკურორტო ჰაბი, რომელიც ჩამოყალიბებული მოთხოვნითა და მკაფიო იდენტობით გამოირჩევა.

ამ გარემოში ვითარდება Chateau Kvirike-ს მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსი, რომლის განუყოფელი ნაწილიც Kvirike Residence-ია. იმ პროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ კონცეფციისა და ე.წ. "რენდერების" დონეზეა, აქ ინვესტორი უკვე ჩამოყალიბებულ ინფრასტრუქტურასა და რეალურ შედეგთან მუშაობს. კომპლექსი უკვე ფუნქციონირებს: სტუმრების მუდმივი ნაკადი, გამართული სისტემა და წლების განმავლობაში აწყობილი სერვისები ნებისმიერ ინვესტიციას მეტ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სძენს.

აპარტამენტები ქობულეთში და თანამედროვე ინფრასტრუქტურა — მთავარი საინვესტიციო უპირატესობა

უძრავ ქონებაში ინვესტირებისას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დროის ფაქტორია — რამდენად სწრაფად შეძლებს პროექტი სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის შექმნასა და სტაბილური მოთხოვნის ჩამოყალიბებას. Chateau Kvirike-ს კომპლექსში ეს ეტაპი უკვე გავლილია: ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორნები და კაფეები, სპა, ფიტნესცენტრი, დახურული და ღია აუზები, ასევე დასასვენებელი სივრცეები. შედეგად, სტუმარი სარგებლობს სრულფასოვანი გამოცდილებით, რაც ზრდის კომპლექსის მიმზიდველობას როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების მიმართულებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ინფრასტრუქტურა გონივრულადაა ორიენტირებული არა მხოლოდ დამსვენებლებზე, არამედ საქმიან და ბიზნესსეგმენტზეც. როდესაც ობიექტი მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ ნაკადზე არ არის დამოკიდებული და სტუმრებს დამატებით გასტრონომიულ, ველნეს და ბიზნესინფრასტრუქტურას სთავაზობს, მოთხოვნა წლის სხვადასხვა პერიოდზე ნაწილდება. გარდა ამისა, საკონფერენციო და საზეიმო დარბაზები, კომერციული ზონები, ვენახი და მარანი ქმნის დამატებით მიზეზებს, რის გამოც სტუმრები ქობულეთს და კონკრეტულად ამ კომპლექსს მხოლოდ ზღვის სეზონზე არ ირჩევენ.

ეს ფაქტორი პირდაპირ აისახება საინვესტიციო პოტენციალზეც. Kvirike Residence-ის შემთხვევაში საიჯარო უკუგება წლიურად 10-12%-ს აღწევს, ხოლო ქონების ღირებულების ზრდის პოტენციალი 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველი კი, ცხადია, უკვე მოქმედი კომპლექსი, არსებული ინფრასტრუქტურა და ჩამოყალიბებული მოთხოვნაა.

უძრავი ქონების ინვესტიცია სტაბილურ ვალუტაში: რატომ ქობულეთი?

ინვესტიციის საიმედოობა ხშირად არა მხოლოდ კონკრეტული ობიექტის მახასიათებლებზეა დამოკიდებული, არამედ იმ ფინანსურ და სამართლებრივ გარემოზეც, რომელშიც ტრანზაქცია ხორციელდება. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულ პირობებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორს: უძრავი ქონების შეძენა და რეგისტრაცია გამარტივებული პროცედურით არის შესაძლებელი, საკუთრების უფლება მოქალაქეობის მიუხედავად თანაბრად არის დაცული, ხოლო საგადასახადო გარემო ლიბერალურ პრინციპებზეა აგებული. ამას ემატება ტრანზაქციების განხორციელება მყარ ვალუტაში (აშშ დოლარში), რაც ინვესტორს ადგილობრივი ვალუტის კურსთან დაკავშირებული რისკებისგან ათავისუფლებს და გრძელვადიან ფინანსურ დაგეგმვას გაცილებით განჭვრეტადს ხდის.

ქობულეთის საინვესტიციო მიმზიდველობას აძლიერებს ის ბუნებრივი რესურსებიც, რომლებიც ქალაქის, როგორც მრავალსეზონური ტურისტული მიმართულების, განვითარებას უწყობს ხელს. აჭარის სუბტროპიკული კლიმატი, ზღვისპირა გარემო, მინერალური წყლები და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეები ქმნის პირობებს ველნეს და კლიმატური ტურიზმის გაფართოებისთვის. შედეგად, ქობულეთში მოთხოვნა თანდათან იმატებს იმ ვიზიტორების ხარჯზე, რომლებიც რეგიონს სხვადასხვა მიზნით სტუმრობენ.

ამასთან ერთად, ქალაქის საერთო გარემოც ეტაპობრივად იცვლება. ფიჭვნარი, განახლებული სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში ახალ ვიზუალურ სტანდარტს აყალიბებს. რეგიონის განვითარების ამ ეტაპზე კი ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობა ჩნდება — შეიძინონ ქონება ბაზარზე, რომელსაც ჯერ კიდევ ზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

რატომ ირჩევენ ინვესტორები Chateau Kvirike-ს კომპლექსს?

ინვესტორისთვის, რომელიც არჩევანს რამდენიმე მსგავს პროექტს შორის აკეთებს, გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი, მოსალოდნელ უკუგებასთან ერთად, აქტივის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივაა. Kvirike Residence, როგორც Chateau Kvirike-ს მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილი, ამ მხრივ განსხვავებული მოდელით არის წარმოდგენილი — აქ საცხოვრებელი, სასტუმრო, გასტრონომიული და დასასვენებელი მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდრო ბმაშია.

Kvirike Residence-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მოქნილი ფინანსური მოდელია: 10%-იანი საწყისი შენატანი და 36-თვიანი შიდა განვადება 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით. მსგავსი პირობები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც ინვესტიციას საზღვარგარეთიდან ახორციელებს და ეძებს შესაძლებლობას, პრემიუმკლასის ქონება მზარდ საკურორტო ლოკაციაზე ეტაპობრივად შეიძინოს.

ბოლოს, არსებობს ფაქტორი, რომელსაც უძრავი ქონების არჩევისას ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობა — ნდობა თავად პროექტის მიმართ. მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, ეჭვგარეშეა, რომ მკაფიო ხედვას, სწორ მენეჯმენტსა და გრძელვადიან მიდგომას მოითხოვს, რაც Chateau Kvirike-ის შემთხვევაში უკვე მოქმედი ინფრასტრუქტურითა და სტუმართა პოზიტიური გამოცდილებით გამოიხატება.

ის ინვესტორი, რომელიც Kvirike Residence-ს ირჩევს, უერთდება Chateau Kvirike-ს უკვე მოქმედ კომპლექსს, რომლის მართვის მოდელიც და ყოველდღიური ფუნქციონირებაც პრაქტიკაშია გამოცდილი. ეს კი მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნის იმ პროექტებთან შედარებით, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაგეგმვის ან კონცეფციის ეტაპზეა.