შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
მარიამობის დღესასწაულზე მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული დავით ხომერიკი საპატიმროს დატოვების დეტალებსა და პირველ განცდებზე "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრობს. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკანში მოულოდნელად შევიდნენ და პატიმრებს გათავისუფლების შესახებ აცნობეს.
"შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", უეცრად შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი და ბიჭების ჩათვლით. არ გვჯეროდა საერთოდ არაფერი... დაახლოებით იყო ცხრა, ცხრის ნახევარი. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებენ იქაურობას და მალე ჩაეხუტებიან თავისი ოჯახის წევრებს. ანდრო ჭიჭინაძეც იყო ჩემთან ერთად. ირაკლი მიმინოშვილი — ჩვენი ღიმილა ბიჭი, გიორგი მჭედლიშვილს ალბათ არ იცნობთ, ეგეც...", — თქვა ხომერიკმა.
ხომერიკმა დეტალურად ისაუბრა ციხიდან გამოსვლის პროცედურასა და მეგობრებთან გამოთხოვებაზეც.
"15 წუთი დასჭირდა. მაჩქარებდნენ მერე უკვე, მეთქი ორი წუთი კიდევ დარჩები, რომ დავმშვიდობებოდი ბიჭებს. მერე უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთებზე, რომ გავდიოდით. ეგ იყო და შემდეგ არაფერი, გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ და ეგ იყო", — თვა მან.
საპატიმროს დატოვების შემდეგ დავით ხომერიკი პირდაპირ სახლში წავიდა. როგორც თავად ამბობს ტაქსის მძღოლმა იცნო და მგზავრობის საფასური არ გადაახდევინა. ადგილზე მისულმა ხომერიკმა პირველად ძმას დაურეკა.
"პირველი ჩემ ძმას დავურეკე. უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა, რა თქმა უნდა, და ჩემ ძმას გავძახე ქვემოდან: ზუკა-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა მაღლიდან, რომელი ხარო და რაღაცები რა ვიცი, მთელი უბანი შეძრა, მოკლედ, რა!", — თქვა ხომერიკმა.
შეგახსენებთ, დავით ხომერიკი, 2024 წლის 2 დეკემბერს თავდაპირველად გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას ზურგჩანთაში "მოლოტოვის კოქტეილების" პოვნა დააბრალეს და საბოლოოდ, ცეცხლის წაკიდების მომზადების მუხლით 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ "რუსული კანონისა" და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების, ასევე "4 ოქტომბრის საქმეზე" დაკავებული პირები — სულ 8 პირი.
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
კომენტარები