რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
ფოტო: ალტა
საჩუქრის ყიდვა კარგად გამოგვდის. ვიცით, ვის რა გაუხარდება, რომელი ფერი უყვარს და რას ინახავს დიდი ხნის სურვილების სიაში. სხვისთვის არჩევისას დეტალებსაც კი მნიშვნელობა აქვს.
საკუთარ თავთან კი უცნაურად მკაცრები ვხდებით: ჯერ ყველა სხვა ადამიანი, ყველა სხვა საჭიროება და ყველა სხვა მიზეზი. ჩვენთვის სასურველი ნივთი კი შეიძლება თვეების განმავლობაში სურვილების სიაში დარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ყიდვისთვის საკმარისად მნიშვნელოვანი მიზეზი ვერ მოვიფიქრეთ. არადა, ზოგჯერ მიზეზი საჭირო საერთოდ არ არის.
საჩუქრის ყიდვა შეიძლება ყველაზე მარტივი ფორმა იყოს იმის საჩვენებლად, რომ საკუთარ სურვილებსაც ვუსმენთ, ჩვენს შრომასაც ვაფასებთ და პატარა სიხარულებისთვის ადგილსაც ვპოულობთ.
საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთებას კი იმაზე მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე გგონია:
1. საკუთარ თავს ყველაზე კარგად იცნობ
ფოტო: 20th Television
სხვისთვის საჩუქრის არჩევისას თითქოს დეტექტივს ვემსგავსებით. ვიხსენებთ შემთხვევით ნათქვამ ფრაზებს, ვაკვირდებით, რომელ ნივთთან ჩერდება მაღაზიაში, ვიცით მისი საყვარელი ფერი და ისიც, რასაც თავად არასდროს იყიდის, მაგრამ აუცილებლად გაუხარდება, თუ ვინმე აჩუქებს.
საკუთარ თავთან კი ყველაფერი გაცილებით მარტივია. ზუსტად ვიცით, რა გაგვახარებს, რომელ ნივთს ვუბრუნდებით ისევ და ისევ და რა დარჩა ჩვენი სურვილების სიაში იმაზე დიდხანს, ვიდრე თავიდან გვეგონა.
ამიტომ საკუთარი თავისთვის შერჩეულ საჩუქარს ერთი დიდი უპირატესობა აქვს: შეცდომით არჩეული თითქმის ვერასდროს იქნება.
2. ზოგჯერ კარგი ნივთი უბრალოდ კარგ ინვესტიციადაც იქცევა
ფოტო: mikeshouts
საკუთარ თავზე ფულის დახარჯვისას უცნაური დანაშაულის განცდა გვიჩნდება ხოლმე. თითქოს თუ რაღაც აუცილებელი არ არის, მისი ყიდვის უფლება ჯერ არ გვაქვს. იგივე თანხა საყვარელი ადამიანისთვის რომ დავხარჯოთ, ბევრად ნაკლებად გვაფიქრებს. უფრო მეტიც, პირიქით, გვიხარია, რომ მისთვის რაღაც კარგის გაკეთება შეგვიძლია.
არადა, საკუთარ თავისთვის საჩუქრის გაკეთება, დანაშაული ნამდვილად არაა.
ასეთ დროს იმ ნივთის ყიდვა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობ, ფულის უაზრო ფლანგვა კი არა, შენს ყოველდღიურ კომფორტსა და განწყობაში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.
3. ჩვეულებრივ დღეებს ახალ მუხტს სძენ და მოტივაციას იბრუნებ
ფოტო: New Frontiers
ხშირად ველოდებით, რომ ვინმე ჩვენს დაღლას ან გაწეულ შრომას შეამჩნევს და დაგვაჯილდოებს, თუმცა საკუთარი თავის დასაჩუქრება ყველაზე სწრაფი გზაა ენერგიის აღსადგენად. პატარა სიამოვნებაც კი ტვინისთვის მკაფიო სიგნალია, რომ შენი შრომა დაფასებულია. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ შენაძენს თან პოზიტიური ემოცია მოჰყვება, რომელიც რუტინულ დღეებს აფერადებს და ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევს.
როცა ყოველდღიურობაში რაღაცის მოლოდინი ჩნდება, საქმის გაგრძელებაც და ახალი მიზნებისკენ მოძრაობაც უფრო მარტივი ხდება.
4. საკუთარი სურვილების დაფასებას სწავლობ
ფოტო: Blake Johnston
საკუთარ სურვილებზე ზრუნვა იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყველაფერს ჩვენი თავისთვის ეგოისტურად ვაკეთებთ. როცა დიდი ხანია რაღაც გვინდა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაცას ვიმიზეზებთ, ნელ-ნელა ვეჩვევით, რომ ჩვენი სურვილები სხვების საჭიროებებზე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
საკუთარი თავისთვის საჩუქრის ყიდვა ამ ჩვევის შეცვლის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ დროს საკუთარ სურვილს უბრალოდ ვაღიარებთ. იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ინტერესებიც მნიშვნელოვანია, უბრალოდ ჯანსაღი თვითშეფასების ნაწილია.
5. უბრალოდ იმსახურებ
ფოტო: Counselling Directory
ყველა საჩუქარს დამსახურება არ სჭირდება. საყვარელ ადამიანს რაღაცას იმიტომაც ვჩუქნით, რომ მისი გახარება გვინდა. საკუთარ თავთანაც შეგვიძლია იგივე დამოკიდებულება გვქონდეს.
არ არის აუცილებელი, ჯერ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ, რთული პერიოდი გადავლახოთ ან კონკრეტულ მიზანს მივაღწიოთ, რათა საკუთარი თავი დავასაჩუქროთ. ზოგჯერ ისიც კი საკმარისია, რომ ყოველდღე ვცდილობთ, ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვზრუნავთ სხვებზე ან სულაც უბრალოდ ვარსებობთ.
თუ ამ ყველაფრის შემდეგ საკუთარი თავისთვის საჩუქრის არჩევა გადაწყვიტეთ, ალტას მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. იქ თქვენთვის სასურველ ტექნიკას მარტივად იპოვით — იქნება ეს ახალი სმარტფონი, ყურსასმენი, ლეპტოპი თუ სხვა მოწყობილობა, რომლის შეძენასაც დიდი ხანია გეგმავთ.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები