სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
ფოტო: Pinterest
აგვისტოს პომიდორი რომ გამორჩეულად გემრიელია, ეგ ამბავი ახალი არაა. ხელით შეგიძლია გახლიჩო, სულ ოდნავ მარილი მოაყარო და ისე გემრიელად შეჭამო, გეგონოს სრულფასოვნად ისადილე. თებერვალში იმავე წითელ პომიდორს სულ სხვა გემო აქვს — გაჭრი და შიგნით უბრალოდ წყალი და უგემური რბილობი აღმოჩნდება.
აგვისტოს გემოს ნოსტალგიაზე არაა ამბავი მხოლოდ, და არც შენი გემოვნება გაუარესებულა მაინცდამაინც. სეზონურობა ბოსტნეულზე ორი მიმართულებით ახდენს გავლენას — გემოსა და სარგებელზე.
პომიდორს გემოს მაცივარი აცლის. სიცივეში ის იმ არომატული ნაერთების გამოყოფას აჩერებს, რომლებიც ნამდვილ და გამორჩეულ გემოს ქმნის. ყველაზე უსიამოვნო ნაწილი კი ამ ამბავში ის არის, რომ პომიდვრის ოთახის ტემპერატურაზე გამოტანის შემდეგაც ვეღარ აღიდგენს იმას, რაც დაკარგა. ამიტომ ზამთრის უგემური პომიდორი მხოლოდ სეზონის ბრალი კი არ არის, გრძელი გზის ბრალია, რომელიც გამოვლაც მოყვანის ადგილიდან შენს სამზარეულომდე მაცივრების გამოყენებით უწევს.
ფოტო: Pinterest
ზაფხულში ბოსტნეულს უკვე დამწიფებულს კრეფენ, როცა შაქარი და არომატი ბოლომდე აქვს დაგროვებული. ზამთარში კი ჯერ კიდევ მწვანეს წყვეტენ, რომ შორ გზას გაუძლოს.
ბოსტნის პომიდორი და შორი გზიდან ჩამოტანილი პომიდორი ერთი და იგივე მცენარეა, ოღონდ ერთს თავისი საქმე ბოლომდე მიაყვანინეს, მეორეს კი შუა გზაში შეაწყვეტინეს.
სინამდვილეში, სეზონურობა გემოზე ბევრად უფრო მოქმედებს, ვიდრე სარგებელზე.
წესით, ახლადმოკრეფილი ბოსტნეული ყველაზე სასარგებლოა. თუმცა მოწყვეტის შემდეგ ის ვიტამინებს მაინც და ყოველდღე კარგავს — მათ შორის, მაცივარშიც.
აი, გაყინულ ბოსტნეულს კი მოკრეფისთანავე ყინავენ და ეს პროცესიც იქვე ჩერდება. ამიტომ თებერვალში, იმ შორი გზიდან ჩამოტანილ „ახალ“ ბოსტნეულს, რომელმაც ვიტამინების უმეტესობა გზაში დაკარგა, ხშირად გაყინული ჯობს.
ზოგი ბოსტნეული კი საერთოდ საპირისპიროდ იქცევა — მაგალითად, გოგრა შენახვისას კი არ ფუჭდება, პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო ტკბილი და სასარგებლოც ხდება. სახამებელი ნელ-ნელა შაქრად გარდაიქმნება და არომატიც ღრმავდება.
ჰოდა, მოკლედ, პომიდორი მაცივარში არ შეინახო, გოგრის შეჭმას კი ნუ იჩქარებ. ზაფხულის პომიდორი მართლა უფრო გემრიელია — ოღონდ ეს უბრალოდ სიმწიფის და ტემპერატურის ამბავია.
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ აკაკი წერეთელს?
-
საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. საქართველოს მოქალაქეების ანტიანექსიური პლატფორმა შეიქმნა — მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა.
გადახედვა
კომენტარები