უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს, ევროკავშირს და მსოფლიოს 40 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის.

ის სოციალურ პლატფორმა, X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ “მხარდაჭერის თითოეულ ჟესტი მნიშვნელოვანია”.

"მადლიერი ვარ არგენტინის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, ევროპის საბჭოს, ჩეხეთის, ეკვადორის, ევროკავშირის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, ერაყის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, იორდანიის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ფილიპინების, პოლონეთის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ტაილანდის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და ვიეტნამის მიმართ — იმისთვის, რომ უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში რჩება.

მხარდაჭერის თითოეულ ჟესტი მნიშვნელოვანია. ვაფასებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე უკრაინასა და უკრაინელებზე ფიქრობდით”, — წერს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტში.