რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფიგინდან გახდა ცნობილი.
ამას გარდა, როგორც მან თქვა, მიდის მსჯელობა იმაზე, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. გაერთიანებულ სამინისტროში მინისტრის პოსტს კი, სავარაუდოდ, რევაზ სოხაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამად საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრია.
"ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომავალ სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. ეს პოზიცია აღარ შეიქმნება სახელმწიფო მინისტრის. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება", — განაცხადა პაპუაშვილმა..
"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები?, პაპუაშვილი აცხადებს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, ახალი სახელმწიფო მინისტრის საჭიროება აღარ არის.
"ის ამოცანები, რომელიც მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერმინისტრმა მამუკა მდინარაძეს, ეს იყო მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია დღეს არის ძალიან კარგად აწყობილი. და სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკიდან წასულიყო, აქედან გამომდინარე ეს საჭიროება აღარ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მამუკა მდინარაძის პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ვინ გახდება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ამ მხრივ რევაზ სოხაძე ძალიან კარგად გაართმევს თავის მოვალეობას თავს".
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორ დამოუკიდებელ უწყებად გაიყო: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა, ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი გახდა.
30 ივლის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გადავიდოდა.
-
ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა ტვინის პერსონალიზებული სტიმულაცია ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს — კვლევა
გადახედვა
-
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან
გადახედვა
-
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა აღარ შეიქმნება
გადახედვა
-
Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო Kvirike Residence: აპარტამენტები ქობულეთში, როგორც მზა ბიზნესი და სტაბილური შემოსავლის წყარო
-
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს
გადახედვა
-
YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა YouTube პოდკასტის არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა
-
რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია რუსული მედია: სტავროპოლში ავარიისას 6 ადამიანი დაიღუპა — ავტობუსის მგზავრების უმეტესობა ქართველია
გადახედვა
-
სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას? სასკოლო ფორმები ქვეყანაში 3 ეტაპად შემოვა — როდის და როგორ შეძლებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმების შეძენას?
გადახედვა
-
1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს 1 795 აბიტურიენტი, რომელმაც ზღვარი გადალახა, მაგრამ სტუდენტი ვერ გახდა, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას მიიღებს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები