თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube-პოდკასტების სერია "არის ერთი ნიუანსი" ნიკო ნერგაძესთან ერთად ახალ, მე-16 ეპიზოდს წარადგენს — "რატომ ვგულშემატკივრობთ უცნობ ადამიანებს?".

რატომ განვიცდით სხვის გამარჯვებას ისე, თითქოს ის ჩვენი იყოს, ან რატომ გვწყინს უცნობი ადამიანის მარცხი? რა გვაიძულებს, ემოციურად დავუკავშირდეთ მათ, ვისაც, შესაძლოა, ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივართ? "არის ერთი ნიუანსის" ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ გულშემატკივრობის ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებს იკვლევს და ცდილობს, ამ ნაცნობ ემოციას მოულოდნელი კუთხით შეხედოს.

თიბისის მხარდაჭერით შექმნილი YouTube-პოდკასტების სერია იმ კითხვებზე პასუხების ძიებას აგრძელებს, რომელთაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვთ. თითოეული ეპიზოდი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და მაყურებელს აჩვენებს, როგორ იქმნება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ იყოფა სამყარო ყოველთვის შავად და თეთრად.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მთავარი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

"არის ერთი ნიუანსის" ახალ სეზონში მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი თემა ელოდება. უყურეთ სერიის ეპიზოდებს და აღმოაჩინეთ ნიუანსები, რომლებიც ერთი შეხედვით ნაცნობ საკითხებს სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს.