დენის კულანინის აეროპორტში მიყვანისა და მისი მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე აქვეყნებს.

"შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან დენის კულანინის მხარდასაჭერად ვართ და ვითხოვთ მის გადაყვანას აეროპორტში, რათა არ დააგვიანოს რეისზე, 12:40 საათზე. მისი ბილეთი და საბუთები წესრიგშია მესამე ქვეყანაში წასასვლელად. არ მივცეთ უფლება რუსეთში დაადეპორტონ", — წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე და ფოტოებს აქვეყნებს.

27 აგვისტოს ის მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, თუმცა გათავისუფლებისთანავე მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს და საქართველოდან გაძევების პროცედურა დაიწყო. 30 აგვისტოს სასამართლომ მისი მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში დატოვება გადაწყვიტა, მაქსიმუმ 3 თვით, გაძევების პროცედურის დასრულებამდე. SOVA-ს ცნობით, კულანინს უკვე ჰქონდა ბილეთი სომხეთში, ერევანში, და სწორედ იქ წასვლა სურდა, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, 1 სექტემბერს გაფრენის საშუალება არ ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ კულანინი 30 აგვისტოს, ის 2025 წლის მარტში აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის დააკავეს და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.