ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ.
მედიასთან საუბრისას ელიზბარაშვილი აცხადებდა, რომ მასზე ტერორი ხორციელდება და ამ ყველაფერს წინ უძღოდა, 2 დღის წინ ერთ-ერთ რესტორანში 8 პირთან სიტყვიერი დაპირისპირება, რომლებიც მას "იმედის" თანამშრომლებად გაეცვნენ. ელიზბარაშვილი და მისი ცოლი ჰყვებიან, ამ პირებს პრეტენზიები ელიზბარაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით ჰქონდათ რუსებისა და რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ.
"უკანონობაა რასაც აკეთებენ, ადგილი აქვს ჩემს დაშინებას. ჯერ იმ რვა ადამიანმა ვერ დამაშინა გუშინწინ და ახლა პოლიციას უნდა, რომ დამაშინოს. ეგ არ გამოვა. 8 თვის ბავშვი ხელში მეჭირა, ბავშვი დამიშინეს, დამიწიოკეს, მერე ბავშვის ჩანთაში იქექებოდნენ, ბავშვის საკვები მედო და საწოვარა. არ ვიცი, ტერორს მიწყობენ... გუშინ რესტორანში 8 კაცმა ჩემზე და ჩემს ცოლზე ტერორი მოახდინა", — განაცხადა "ტვ პირველთან" საუბრისას ელიზბარაშვილმა.
ბიზნესმენის სახლში ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია სირანაშვილი, მოგვიანებით კი მას, როგორც თავად ჰყვება, ძალით დაატოვებინეს ადგილი. თამაზ ელიზბარაშვილი კი დააკავეს. ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ასეთი რამე მე ცხოვრებაში არ გამომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაცს", — განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რაც შეეხება ავტომობილში ჩხრეკას, შსს-ს ცნობით, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ბოლო ინფორმაციით, ელიზბარაშვილის სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან შიმშილობა დაიწყო.
"დღევანდელი უსამართლობის შემდეგ, თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში", — წერია ბიზნესმენის ფეისბუქ-გვერდზე.
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
კომენტარები