"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
"თეგეტა ჰოლდინგის" სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას — "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს", რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით ბრიტანული ბრენდის პრესტიჟული ჯილდო — 2025 CIS Aftersales Growth Excellence Award გადაეცა.
JCB-ს მიერ დილერების საქმიანობის შეფასებისას ყურადღება გამახვილდა როგორც ბიზნესის შედეგებზე, ისე მომსახურების ხარისხსა და ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მათ შორის, შეფასდა სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის რეალიზაციის მაჩვენებლები, საოპერაციო პროცესები, მომხმარებელთა მომსახურება და ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს დილერი JCB-ს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. სტანდარტები მომსახურების პრაქტიკულად ყველა ეტაპს მოიცავს — სერვისის ორგანიზებიდან და სამუშაო პროცესებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციითა და საგარანტიო მოთხოვნების მართვით დასრულებული.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
"ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ის 2025 წლის განმავლობაში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო პერფორმანსი — როგორც სათადარიგო ნაწილების, ისე სერვისის რეალიზაციის მიმართულებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობაც. ბრენდს ძალიან დეტალურად აქვს გაწერილი, როგორ უნდა მუშაობდეს დილერი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სერვისი და რა პროცესებს უნდა მიჰყვებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ სტანდარტებს პერიოდულად ოფიციალური აუდიტორებიც ამოწმებენ.
ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენს გამარჯვებაში თავისი როლი ითამაშა, 5S სისტემის დანერგვაც იყო. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთმა პირველებმა დავნერგეთ ეს სისტემა, რაც სამუშაო გარემოს ორგანიზებას, სისუფთავეს, პროცესების სტანდარტიზაციასა და მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გულისხმობს. CIS-ის ქვეყნებს შორის, უზარმაზარი ავტოპარკების მქონე ბაზრებში გამორჩევა ჩვენთვის დიდი მიღწევა და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ", — აცხადებს "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი ზვიად ახლოური.
JCB-ს სტანდარტებთან შესაბამისობა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთში" რეგულარული აუდიტის ფარგლებში მოწმდება. ოფიციალური აუდიტის ჯგუფი კომპანიაში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ რამდენიმე დღეს ატარებს და როგორც საოპერაციო პროცესებს, ისე გაყიდვების შემდგომი მომსახურების სხვადასხვა კომპონენტს აფასებს. ყურადღება ექცევა სერვისის მუშაობას, სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას, საგარანტიო მოთხოვნების მართვასა და დადგენილი პროცედურების შესრულებას.
JCB-სა და "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" შორის თანამშრომლობა მხოლოდ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობით არ შემოიფარგლება. საქართველოში უკვე გაიმართა ერთი რეგიონული ტრენინგი ტრენერებისთვის, შემოდგომაზე კი კიდევ ორი რეგიონული ტრენინგია დაგეგმილი. ღონისძიებებს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, ტრენინგების ჩატარება კი "თეგეტა მოტორსის" გეზის ფილიალში იგეგმება. მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებასა და რეგიონში JCB-ს დილერებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას უწყობს ხელს.
პრესტიჟული ჯილდოს მინიჭება და რეგიონული ტრენინგების საქართველოში გამართვა JCB-ს მხრიდან კომპანიის შესაძლებლობებისა და მომსახურების სტანდარტების მიმართ მაღალ ნდობაზე მიანიშნებს. ამ აღიარების შემდეგ კი "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთის" მთავარი ამოცანა, მიღწეული შედეგის შენარჩუნებასთან ერთად, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სათადარიგო ნაწილებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზე მუდმივად ზრუნვაა.
--
"თეგეტა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი" საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
კომენტარები