საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ მე-5 წერილს გამოეხმაურა. პაპუაშვილის შეფასებით, ღარიბაშვილის წერილი "პოლიტიკური ინსინუაციაა" და მისი აზრით, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სუსტ სამართლებრივ პოზიციებზე მეტყველებს.
"ზოგადად, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. ვისურვებდი, რომ პროკურატურისა თუ გამოძიების მიერ წარდგენილ ბრალსა და სამართლებრივ პრეტენზიებს არგუმენტირებული, სამართლებრივივე პასუხები გაეცეს.
მსგავსი საკითხების პოლიტიკურ სივრცეში გადატანის მცდელობები მანამდეც გვინახავს, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არსებობს კონკრეტული ბრალდება და სამართლებრივი პროცესი, რომელსაც შესაბამისი პასუხი სჭირდება.
ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია, ხოლო პოლიტიკური ინსინუაციები სრულიად ზედმეტი," — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმის გამოძიება, პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამ თემაზე კითხვების დასმა კვლავ პოლიტიკურ ინსინუაციად შეაფასა და საზოგადოებას "გარდაცვლილის სულის მოსვენებისკენ" მოუწოდა.
"ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პირადული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ეს მეთოდი ჩვენ ვიცით, ვინ იყენებს ამ მეთოდებს და უკვე წლებია, შეჩვეული ვართ ჩვენ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება — თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის ტრაგედია იმისთვის, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოხდეს. [...]
სუფთა ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც და საღი განსჯის საფუძველზეც, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის გარდაცვლილი სული მოვასვენოთ. ის, რომ ადამიანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ცალკე სიმძიმეა და ამის ასე ტირაჟირება არასწორია. თქმა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ სათქმელს ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე საფუძველი?! როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, უბრალოდ არასწორია ასე მსჯელობა. ზედმეტი ინსინუაციებით, გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირებითა თუ მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებით, არ მგონია, რომ ვინმე სწორად იქცეოდეს — არც მისი კეთილისმყოფელები, არც გარემოცვა და არც ზოგადად საზოგადოება," — განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების დასმულ კითხვას — ჩატარდა თუ არა შიდაპარტიული კვლევა და ადასტურებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ვერსიას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი გაიზარდა — პაპუაშვილმა მსგავსი ფაქტი უარყო.
"[შიდაპარტიული კვლევა] პერიოდულად ტარდება ხოლმე. რა იზომება და როგორ შიდა კვლევის საკითხი არის. ადვოკატის განცხადება იყო რეიტინგებთან დაკავშირებით, რომ როგორც წესი, კვლევას ატარებენო და ალბათ, ჩაატარესო. თვითონაც "ალბათ"-ს ამბობენ და თან მერე დასკვნები გამოაქვთ. არასერიოზულია ასეთი დამოკიდებულება ზოგადად, მითუმეტეს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით," — განაცხადა პაპუაშვილმა.
ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მე-5 წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს".
ღარიბაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების და რეალური მიზეზის გარკვევასაც ითხოვს და სვამს კითხვას, ნამდვილად იყო თუ არა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობა და რა გახდა ამის რეალური მიზეზი?
წერილის ბოლოს ექსპრემიერი იმასაც წერს, რომ "საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".
- "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
- ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
- განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
- ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები