ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ეხმაურება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს.
ყანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და, მით უმეტეს, მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ადვოკატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა და დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები".
"კოლეგებთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა "ვივამედში", სადაც ჩვენი კოლეგა, ადვოკატი ია სირანაშვილია გადაყვანილი. ჩვენ ერთი დიდი პროფესიული ოჯახი ვართ და, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენი კოლეგის მიმართ სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გვაერთიანებს.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის ქვეშ მყოფის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს მას ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.
მსგავსი განცხადება არის უკიდურესად მძიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებას. აუცილებელია, დადგინდეს ყველა გარემოება და მიეცეს მას სათანადო სამართლებრივი შეფასება.
ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და, მით უმეტეს, მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ადვოკატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად და შეუფერხებლად განახორციელოს თავისი პროფესიული საქმიანობა და დაიცვას მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები.
მოვუწოდებ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტზე გამოძიება და უზრუნველყონ ყველა გარემოების სრულყოფილი, ობიექტური და დროული შესწავლა", — წერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ.
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
ბიზნესმენის სახლში ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია სირანაშვილი, მოგვიანებით კი მას, როგორც თავად ჰყვება, ბინა ძალით დაატოვებინეს, თამაზ ელიზბარაშვილი კი დააკავეს. ადვოკატი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ასეთი რამე მე ცხოვრებაში არ გამომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც", — განაცხადა ადვოკატმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები