NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
"იდუმალებით მოცულმა ქართველმა ბიტკოინების ინვესტორმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა, ბიზნესმენის ადგილსამყოფელი კი უცნობია", — ამ სათაურით აქვეყნებს News York Post სტატიას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენსა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე.
გამოცემა წერს, რომ 41 წლის ქართველმა ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს ჰგავს, მაიამიში, დაცულ ჰიბისკუსის კუნძულზე, ახლახან აშენებული სასახლე გაყიდა.
გარიგება ჰიბისკუსისა და პალმის კუნძულებისთვის რეკორდული აღმოჩნდა. მან გადააჭარბა 2024 წლის გაყიდვის ფასს, როდესაც "მაიამის იდუმალმა წვეულებების მოყვარულმა" დანიელ ლიბურდიმ 101 North Hibiscus Drive-ში მდებარე სახლისთვის $40.25 მლნ გადაიხადა.
გამოცემა წერს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე სახლის გატანამდე გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისი დატოვა. ეს მოხდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე 2025 წლის 10 მარტს მას დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის — კუთვნილი კრიპტოვალუტის სავარაუდო მითვისებას ედავებოდნენ. ბაჩიაშვილი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
"შემდეგ, 2025 წლის 24 მაისს, ბაჩიაშვილი, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, სადაც, როგორც გამოცემა წერს, ის მისმა ყოფილმა დამსაქმებელმა დააპატიმრა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულება შეჩერდა და თებერვალში, ერთ წელზე ნაკლები ხნის პატიმრობის შემდეგ, ის გაათავისუფლეს", — წერს News York Post.
ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, — განუცხადა გამოცემას ბიზნესმენის ადვოკატმა, პიტერ ჯ. საჰლასმა, იურიდიული ფირმიდან Amsterdam & Partners.
აგვისტოს შუა რიცხვებში, ციხიდან გათავისუფლებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მაიამის ეს სახლი გასაყიდად გამოიტანა. 11 დღის შემდეგ კი ის უცნობ მყიდველს $51.5 მლნ-ად მიჰყიდა. გარიგების შესახებ პირველად გამოცემა The Real Deal-მა დაწერა.
270 South Hibiscus Drive-ზე მდებარე თანამედროვე სასახლს ხუთი საძინებელი, პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახები, ექვსი სრული და ორი ნახევარი სააბაზანო, სამუშაო ოთახი და სპორტდარბაზი აქვს. სახლს ასევე აქვს დაახლოებით 37-მეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. ინტერიერში მოწყობილია დიდი ფოიე, ორმაგი სიმაღლის მისაღები სივრცე და პროფესიონალური სამზარეულო.
ქონების ჩანაწერების მიხედვით, ბაჩიაშვილმა ეს უძრავი ქონება 2021 წელს $19 მლნ-ად შეიძინა. მაშინ, წყაროს ცნობით, სახლი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო და ფაქტობრივად მხოლოდ "დაუსრულებელ კარკასს" წარმოადგენდა. მოგვიანებით ბაჩიაშვილმა სახლის დიზაინის შესაქმნელად სამხრეთაფრიკული კომპანია SAOTA დაიქირავა.
სასახლის გამორჩეულ მახასიათებლებს შორისაა ხმისგან იზოლირებული სახლის კინოთეატრი ბარით. სახლს ასევე აქვს საცურაო აუზი და ორი კერძო ნავმისადგომი. სახლი ყურის სანაპიროზე მდებარე ორ ნაკვეთზეა გაშენებული და ნავმისადგომებს მინიმუმ 105 ფუტის, ანუ დაახლოებით 32-მეტრიანი იახტის მიღება შეუძლია.
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
კომენტარები