რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
ფოტო: HBO
HBO-მ ჰარი პოტერის პირველი სეზონის ახალი ტრეილერი გამოუშვა, რომელშიც უფრო დეტალურად ჩანს სერიალის სამსახიობო შემადგენლობა და ჰარის პირველი წელი ჰოგვორტსში.
ტრეილერში როულინგის პირველი წიგნის ბევრ სამახსოვრო მომენტს ვხედავთ — ჰარი, რომელიც გამანაწილებელ ქუდს სთხოვს, სლიზერინში არ მოახვედროს, ქვიდიჩის უზარმაზარი მოედანი და ჰერმიონი ჩვეულ ამპლუაში — საყვედურობს პოტერსა და უიზლის, რომლებიც წიგნებს არ კითხულობენ.
ფოტო: HB
ერთ-ერთი საინტერესო ხაზი, რომელსაც ტრეილერში ვხედავთ, ისაა, თუ როგორ ცდილობს ჰარი, სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყოს. ბიჭს პროფესორი მაკგონაგელი ურჩევს, რომ ბევრი იშრომოს და იპოვოს ის, რაც ნამდვილად გაიტაცებს. შემდეგ კი ვხედავთ ჰარის, რომელიც შელოცვებს არასწორად წარმოთქვამს და გაკვეთილებზე წვალობს.
ქვიდიჩის მონაკვეთი ტრეილერის ყველაზე იმედისმომცემი ნაწილია. ვხედავთ, როგორ გამოდიან გრიფინდორისა და სლიზერინის გუნდები მოედანზე, ტრიბუნები კი ხალხითაა გადატენილი. ამ ხალხს შორის რონი და ჰერმიონიც ჩანან, რომლებიც ჰარის გულშემატკივრობენ. ერთ-ერთ კადრში ჰერმიონი ბანერზე გამოსახულ გრიფინდორის ლომს აცოცხლებს — ეს წიგნის იმ სცენის ინტერპრეტაციაა, სადაც ის დინის დახატულ დროშას აჯადოებს.
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
ფოტო: HBO
თუ პროექტი ქვიდიჩს ფილმებზე მეტ ყურადღებას დაუთმობს, სერიალის შექმნა მარტო ამადაც ეღირება.
1:52 წუთზე კი ვხედავთ ორ პერსონაჟს, რომლებიც ხიდს ჯადოსნური ჯოხებით ანათებენ. ეს პერსონაჟები ძალიან ჰგვანან ჯეიმს და ლილი პოტერებს. თუმცა, ჯეიმსისა და ლილის მსახიობების ვინაობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
ფოტო: HBO
სეზონის პირველი თიზერის ნახვის შემდეგ, ფანები სერიალის თითქოს ფერმკრთალი კადრებით უკმაყოფილო დარჩნენ. თუმცა, ახალ ტრეილერში ყველაფერი ბევრად უფრო ცოცხალი და ხარისხიანი ჩანს.
HBO-მ სეზონის ახალი აღწერაც გამოაქვეყნა: "ჰარი პოტერში განსაკუთრებული არაფერია — ყოველ შემთხვევაში, ასე ეუბნება მას დეიდა პეტუნია. მაგრამ, როდესაც ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლიდან საიდუმლოებებით მოცული წერილი მოდის, მაგიის, მეგობრობისა და თავგადასავლების სამყაროს მალული კარი იღება. თუმცა ჰოგვორტსის მომნუსხველი კედლების მიღმა ბნელი საიდუმლოებები იმალება. ჰარიმ საკუთარი შესაძლებლობები ყველაზე ბნელი ჯადოქრის წინააღმდეგ უნდა დაამტკიცოს".
სერიალის დებიუტი 25 დეკემბერს HBO-ზე შედგება.
იხილეთ ტრეილერი:
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
კომენტარები