კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან — ოსკარების დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით ფილმი გურია წარდგება. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5 ფილმი მონაწილეობდა:

  • მთვარე მამაა ჩემი — რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
  • ფაზა — რეჟისორი ნინო ბასილია;
  • გააზიარე სიყვარული — რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე;
  • მეორეხარისხოვანი როლი — რეჟისორი ანა ურუშაძე;
  • გურია — რეჟისორი ლევან კოღუაშილი.

ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორის, ლევან დვალის ხელმძღვანელობით, ფილმი კომისიამ ფარული კენჭისყრით შეარჩია.

ფილმი გურია შვიდი ქვეყნის: საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთის და საუდის არაბეთის ერთობლივი ნამუშევარია.

აღსანიშნავია, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმის მსოფლიო პრემიერია ვენეციის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება.

ნახეთ გურიის შესახებ სიუჟეტი: