გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
ფოტო: ABC News
ელ-ნინიოს კლიმატური ფენომენი გაძლიერდება და, დიდი ალბათობით, მომავალი წლის თებერვლამდე გაგრძელდება, — ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ხუთშაბათს, განახლებულ პროგნოზში განაცხადა.
გაეროს მეტეოროლოგიური სააგენტოს პროგნოზით, უახლოეს თვეებში ელ-ნინიო "ძალიან ძლიერ" ფაზაში შევა და ექსტრემალური სიცხის, გვალვისა და წყალდიდობის რისკებს გაზრდის.
"ელ-ნინიო ჩვენს თვალწინ გიგანტურ მასშტაბებს იძენს. მეცნიერება ეჭვის ადგილს არ ტოვებს: პლანეტა ჯერ არარსებულ ტერიტორიაზე შედის და ეს წყლები სულ უფრო თბება", — განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
WMO-ს ხელმძღვანელმა სელესტე საულომ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არსებული დინამიკის მიხედვით, ელ-ნინიო "შეიძლება ჩვენი დაკვირვებების დაწყებიდან ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს — იმდენად ძლიერი, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გამოყენებული გრაფიკების ფარგლებსაც კი გასცდეს".
რა არის ელ-ნინიო?
ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური ფენომენია, რომელიც ყოველ ორიდან შვიდ წელიწადში ერთხელ ვითარდება და მისი გამომწვევი კლიმატის ცვლილება არ არის. თუმცა, მეცნიერების თქმით, მას შეუძლია გააძლიეროს გლობალური დათბობის შედეგები, რომელსაც წიაღისეული საწვავის უწყვეტი წვა იწვევს.
WMO ელ-ნინიოს მოვლენებს ოთხ კატეგორიად — სუსტ, ზომიერ, ძლიერ და ძალიან ძლიერ მოვლენებად — ყოფს. ამჟამინდელი ელ-ნინიო, სავარაუდოდ, ინტენსივობის უმაღლეს დონეს მიაღწევს.
ის იწყება ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებით, რაც მთელ მსოფლიოში ქარის, ატმოსფერული წნევისა და ნალექების რეჟიმის ცვლილებებს იწვევს.
მაგალითად, ელ-ნინიოს ხშირად მოჰყვება მშრალი ამინდი და გვალვა ავსტრალიაში, ინდონეზიასა და ამაზონის აუზის ზოგიერთ ნაწილში, მაშინ როცა აღმოსავლეთ აფრიკასა და აშშ-ის სამხრეთ ნაწილში შესაძლოა უხვი ნალექი მოვიდეს.
ელ-ნინიო, როგორც წესი, მარტიდან ივნისამდე პერიოდში იწყება, წლის ბოლოსკენ პიკს აღწევს და დაახლოებით 9-12 თვე გრძელდება.
ოკეანის ტემპერატურა უკვე უჩვეულოდ მაღალია
WMO-ს ხელმძღვანელმა სელესტე საულომ განაცხადა, რომ არსებობს თითქმის 100%-იანი ალბათობა, რომ ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაციამ პროგნოზის სიზუსტეში ასეთი მაღალი დარწმუნება გამოთქვა.
გაეროს სააგენტოს ინფორმაციით, ტროპიკულ წყნარ ოკეანეში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, რომელიც ელ-ნინიოს წარმოქმნას და ათასობით კილომეტრის მოშორებით ამინდისა და კლიმატის ცვლილებას განაპირობებს, უკვე მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო მაჩვენებელს და კვლავ იზრდება.
"ოკეანის ქვედა ფენებში ტემპერატურაც უჩვეულოდ მაღალია და ზოგიერთ რაიონში ივლისისა და აგვისტოს დასაწყისში ნორმაზე 8 გრადუს ცელსიუსზე მაღალი იყო“, — განაცხადა საულომ.
მისივე თქმით, ელ-ნინიოს პიკი წლის ბოლოსაა მოსალოდნელი, თუმცა მის მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტები 2027 წელსაც გაგრძელდება.
საულომ ქვეყნებს მოუწოდა, წინასწარ მოემზადონ და კლიმატის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი სექტორები დაიცვან — "დასაკარგი დრო აღარ გვაქვს", — განაცხადა საულომ.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები